ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ტურინელთა შეფასებებს ინტერთან ჩატარებული მატჩის შემდეგ:


ბუფონი – 6 – ნერიაძურის მიერ გატანილ გოლებში მისი ბრალი არაფერია.. ნამდვილი საოცრება იქნებოდა რომელი მათგანის მოგერიება.

ბენატია – 6 – 25 წუთის მანძილზე კონცენტრირების საოცარი დემონსტრირება. ძალიან კარგი იყო, მაგრამ მისდა სამწუხაროდ იღებს ტრავმას და ტოვებს მინდორს.

ბარძალი – 5.5 – გამოდის მოედანზე მედჰის სანაცვლოდ.. საოცარია, მაგრამ ასეთი სუსტი შეხვედრა ანდრეასგან ძალიან უცნაური იყო.. მისი დადანაშაულება გარკვეული კუთხით თითოეულ ბურთშია შესაძლებელი.

ბონუჩი – 6 – ცივსისხლიანი მკვლელი-მცველი, რომელიც იკარდის წინააღმდეგ ირჯება.

კიელინი – 5.5 – ქულა შესაძლოა საკმათო იყოს, მაგრამ მსგავსად ბარძალისი ეს საღამო გამორჩეული არც კიელინისთვის ყოფილა..

ლიხტშტაინერი – 6 – მის სხვა მახასიათებლებს ახლა საფეხბურთო აგრესია შეემატა. შვეიცარიელს სურს დაუმტკიცოს ყველას, რომ მზადაა დიდი ბრძოლისთვის. კონცენტრირებული და საიმედო!

ხედირა – 5.5 – იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გადაღლილი იყო.. უჭირდა პარტნიორებთან ურთიერთქმედება.. არადა სწორედ ეს ნახევარმცველია ბომბარდირდა სიაში შუახაზელებს შორის.. საუბარი იუვეს რიგებში მყოფებს ეხებათ..

პიანიჩი – 5 – აშკარად გასარკვევია რა როლი ექნება ბოსნიელს იუვეში.. შესაძლოა იპოვნონ მალე როგორც რეჯისტად, მაგრამ ახლა ნამდვილად არა.. ყველაფერთან ერთად მისი სახით იუვე წინახაზში კადრს კარგავს, რომელსაც ჭკვიანურად შეუძლია პროცესების განვითარება თავდასხმელთა ზურგს უკან..

ასამოა – 4 – განელი რომ მაქსიმუმს იღებს ამაში ეჭვი არავის ეპარება.. მაგრამ ინტერთან მისი ასპარეზობა სავსე იყო უაზრო შეცდომებით.. ერთ-ერთმა იუვეს საერთოდ მეორე გოლი მოუტანა ჯიჯის კარში..

ალექს სანდრო – 6 – ფეხბურთელი, რომლისგანაც ხიფათს მუდამ უნდა ელოდო.. დღევანდელი იუვეს ნათელი წერტილი.

მანჯუკიჩი – 5 – მარტოხელა გმირი.. მებრძოლი, რომელიც თითოეულ გადმოგდებულ ბურთზე მიიწევდა.. სამწუხაროდ ამას იუვესთვის შედეგი არ მოუტანია.

იგუაინი – 5.5 – ინტერის დაცვა კი შეაშინა, მაგრამ უფრო მეტად საკუთარი მოედანზე ყოფნით და არა ქმედებებით.

დიბალა – 5.5 – პირველსავე წუთებზე მურილიოსგან სერიოზულ დარტყმას იღებს.. ბრუნდება მინდორზე ძლიერი ტკივილების ქვეშ და ცდილობს იპოვნოს საკუთარი თავი.. მსხვერპლზე წასვლა, რომელმაც შედეგი არანაირად არ გამოიღო.

ალეგრი – 5 – უკვე ზედიზედ მეორე შეხვედრაა, როდესაც ალეგრის გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს ბადებს.. საუბარი ეხება იგუაინის სკამზე ყოფნას და ასამოას სასტარტოს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
8 years ago

მოკლედ, ჩემი აზრით ევროს მერე ძალიან გადაღლილია ჩვენი დაცვა, განსაკუთრებით ბარძალი. კიელინო კიდე საზიზღრად თამაშობს გინდ ნაკრებში და გინდ კლუბში. სამწუხაროა რომ ბენატია დაიმტვრა. რუგანის უნდა მისცენ შანსი. მარკიზოც ძალიან გვაკლია. მაგრამ მჯერა რომ მაქსი რამეს მოიფიქრებს. მერე ტრავმირებულებიც დაგვიბრუნდებიან და იანვარში ვიტცელს გადმოვიყვანთ.

jjj jjj
8 years ago

ლიხტა ლომი ხარ ლომი!!! :love: სანდრო კაი ბიჭია, აქვს ხოლმე შეცდომები, მაგრამ გამოასწორებს აუცილებლად! პიანიჩზე სწორადაა დაწერილი, მართლა კადრს ვკარგავთ შეტევით ფაზაში… :yes:

Vega
8 years ago

ამ გამოკითხვაში 3-5-2 რატო ლიდერობს ვინმე მეტყვის?

8 years ago

ბონუჩი თუ იკარდის იყვანდა, არ გამოსვლია საქმე კარგად მაშინ, ეგ თამაში იკარდიმ მოიგო.
ერთიანობაში ცუდად იტამაშეს ბიჭებმა, და რაღა მაინცდამაინც ინტერთან, ეგ მიტეხავს რა

Vega
8 years ago
Reply to 

მიუხედავად იგუს სიმპატიისა იკარდის დათრევა შესაძლებელი იქნებოდა და უფრო იაფადაც. იკარდი არი მგელი და დიბალა და იკარდი იქნებოდა მკვლელი თავდამსხმელები.

LB19
8 years ago

სანდროს მეტს მივცემდი

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x