ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პადოინი : “საოცარ ქალაქში ვბრუნდები”

“იუვენტუსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესას მცირე ინტერვიუ ბიანკონერების ყოფილმა წევრმა და ამჟამად “კალიარის” ნახევარმცველმა, სიმონე პადოინმა მისცა..

“უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ემოციური დაბრუნება.დავბრუნდები იმ ულამაზეს ქალაქში, რომელშიც ხუთი საოცარი წელი გავატარე.ისევ ვნახავ ყოფილ თანაგუნდელებს, თუმცა მინდორზე ნამდვილი ომი გაიმართება.შეუძლებელი ? – შეუძლებელი არაფერია, მთავარია 100 პროცენტით დავიხარჯოთ, თუ გუნდი საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ 50-60 პროცენტს გამოავლენს, სასურველი შედეგის მისაღწევად ძალიან უნდა გაგვიმართლოს, იმედი მაქვს, ბიჭები თავს არ დაზოგავენ.რაც შეეხება იუვეს, შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა ანდრეა ბარძალისთან, ჯიჯი ბუფონთან, ლეონარდო ბონუჩისთან, ჯორჯო კიელინისთან და შტეფან ლიხტშტაინერთან, იტალიელებთან პირველ რიგში, რა თქმა უნდა.”

“დაეცა თუ არა საერთო დონე იუვეში ? – იმედი მაქვს, ხუმრობთ, ბებერ ქალბატონში 25-26 უმაღლესი დონის მოთამაშე ირიცხება.სევილიასთან და ინტერთან უკმაყოფილების შემდეგ მინდორზე ტურინელები ბევრად მოტივირებულნი გამოვლენ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x