ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ტურინელთა შეფასებებს კალიარისთან გამართული მატჩის შემდეგ:

ბუფონი – 6 – ერთადერთ ეპიზოდში ჩაერთო და შეძლო მასთან მარტივად გამკლავება – საგულისხმოა, რომ მეორე ნახევარში მის ნაცვლად კარი ნეტომ დაიცვა.

რუგანი – 7 – მისი გოლი მნიშვნელოვანი იყო და თან საჭირო დროს.. ანგარიში ხომ 0-0 იყო, როდესაც ახალგაზრდა მცველმა იგი გახსნა.. საიმედოა დაცვაში და შეიძლება ითქვას, რომ ალეგრის ძლიერი კადრი ჰყავს სათადარიგოთა სკამზე.

ბარძალი – 6.5 – შესაძლოა ამ პოზიციაზე ბონუჩის მახასიათებლები არა აქვს, მაგრამ გუნდს ფიზიკურ მდგრადობას და ბალანს მატებს.

კიელინი – 6.5 – ჩვეულ სტილშია.. ხისტი, უკომპრომისო და ფაქტიურად შეცდომის გარეშე.. ხშირ შემთხვევაში გუნდს შეტევაშიც ეხმარებოდა.

ალვეში – 7 – მისი პირველი გოლი სერია ა-ში.. ეფექტური შორეული დარტყმა, რომელიც სტორარისთვის აუღებელი აღმოჩნდა. თუ იგი ფორმაშია, მაშინ ფაქტიურად შეუცვლელი ფიგურაა.

ლემინა – 7 – მაშინ, როდესაც ყველა მარკიზიოს დაბრუნებას ელის.. თან იანვრის სატრანსფერო ფანჯარას უცდის, ლემინა ნამდვილად საიმედო კადრად ჩამოყალიბდა.. ეხმარება გუნდს და ცდილობს მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს.. ამ პერიოდში მისი ნებისმიერი პოზიტიური ქმედება, ფრიად საყურადღებოა..

ჰერნანეში – 6.5 – ბედის ირონიაა.. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში იყო ვარიანტი, რომ ბრაზილიელი კალიარიში გადავიდოდა.. მას ზოგ-ზოგიერთი უსტვენდა კიდევაც იუვე არენაზე.. მან კი პასუხად მშვიდი, გაწონასწორებული და საიმედო თამაში აჩვენა.

პიანიჩი – 7.5 – ბოსნიელმა ჩაგდებული მატჩის შემდეგ სრულებით სხვაგვარი შეხვედრა ჩაატარა. ნაყოფიერ დაცვას, ეფექტური და მომაკვდინებელი შეტევა შეუხამა.. სწორედ ასეთ მირალემს ელოდა ტურინი.

ალექს სანდრო – 7 – შესაძლოა უკანა ხაზში მცირედი უზუსტობა არის ხოლმე, მაგრამ ეტაპობრივად ესეც იხვეწება.

დიბალა – 7 – ცივ-სისხლიანია.. მასზე არღვევენ თამაშის წესებს, თამაშობენ ძალიან უხეშად.. თუმცა, იგი დგება ფეხზე და თავიდან იწყებს იერიშებს. ჩამოდის სიღრმეში და ეხმარება ნახევარმცველებს.. გოლები არ არის, მაგრამ..

იგუაინი – 7.5 – მომენტალურად აჩვენებს ყველას თუ რატომ არის გონსალო ხელშეუხებელი. მეოთხე გოლი მიმდინარე სეზონში! შესაძლოა რიგ ეპიზოდებში ზედმეტად ინდივიდუალურია, მაგრამ მისი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა ეჭვებს არ ბადებს. თქვენ, უბრალოდ ვერ იტყვით პიპიტაზე უარს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

44 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
riki
7 years ago

რეალს რო გავცდით ჩემო ძმაო გაძლებაზე ვიყავით და იქ იმაზილავეს ბეილმა და სასტავმა რეალთან თამაში გამოგვდის ზოგადად მარა ისეთ გუნდებთან რომლებიც ძლიერ ფლანგებს იყენებენ 3-5-2 უვარგისია

lashaam
7 years ago

ვერ ვხვდები რას უწუნებთ ამ 3-5-2. 2 წლის წინ რეალს გავცდით ? ბარსამ დაგვადუღაო და უშანსოდ ვიყავითო ვერავინ ვერ იტყვის. შარშან ბაიერნთან არ გაგვიმართლა, ნუ ევრაც რომ დაბერდა და შესაცველია ბაზარი არ არის, მაგრამ სიტის ორივე თამაში მოუგეთ როცა ფორმაში იყვენენ მაშინ ინგლისში ადუღებდნენ სტარტზე. გვყავს ახალგაზრდა დიბალა,რუგანი, პიაცა , არც სანდროა მთალდ ბებერი. სულ ბავშვებით ვერ გაავსებ გუნდს ეგეც ფაქტია. ალეგრის რაც შეეხება უშვებს შეცდომებს რაზეა ბაზარი მაგრამ ტაქტიკურად ნებისმიერ მეტოქესთვის ინდვიდულურად ამზადებს გუნდს და თუ მისდით თამაში ყველას ეთამაშებიან. გასაგებია რომ ყველა თამაშის მოგება გვინდა, გვინდა ყველა პოზიციაზე 2 ვარსკვლავი გვყავდეს და ა.შ. , მაგრამ რეალობა სხვაა ადრე… Read more »

loscafeteros
7 years ago
Reply to  lashaam

3-5-2 ით არც რეალთან არ გვითამაშია არც ბარსასთან და არც ბაიერნთან

juve vinci per noi
7 years ago
Reply to  lashaam

ხალხო ამ 3-5-2 ს ამართლებთ და მოგწონთ და ისაც არ იცით რომ ლიგის ფინალში როცა გავედით მაგ წელს 4 ნახევარმცველით ვთამაშობდით? 3-5-2 ით არცერთ გუნდს არაფერი მოუგია და ვერც მოიგებენ ყველა დიდ მწვრთნელს დაწუბებული აქვს ეგ ტაქტიკა …

vakhtang karchava
7 years ago

ხალხმა ძლივს იგრძნო თავისი საიტის სიმყუდროვე და ეგრევე ისევ “ლიბერალიზმმა” ეტყობა ნეგატიურად იმოქმედა ერთგულ გულშემატკივრებზე…

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მაგრად ჩაკვდა საიტი დადეთ რამე ადმინებს ვთხოვ :(

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

:juvee:

| Newsphere by AF themes.
44
0
Would love your thoughts, please comment.x