ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “დიბალამ შესაძლოა დასვენების საშუალება მიიღოს”

“პალერმოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

საუბარი უპირველეს ყოვლისა ძირითად შემადგენლობას შეეხო, სიცილიური გუნდის წინააღმდეგ შეიძლება დასვენების საშუალება მიეცეს პაულო დიბალას, ძირითად შემადგენლობაში კი მარკო პიაცა ვიხილოთ : “მარკოსა და პაულოს განსხვავებული მახასიათებლები აქვთ, თუმცა, ორივეს შეუძლია მანჯუკიჩთან და იგუაინთან ერთად თამაში.დიბალა თავს მშვიდად გრძნობს, როცა ფეხბურთელი მოუთმენლად ელის სეზონში პირველი გოლის გატანას, ნაკლები უნდა ინერვიულოს, რათა საწადელს მიაღწიოს.რაც შეეხება პიაცას, იგი ხორვატიის ჩემპიონატიდან გადმობარგდა და იქაური ფეხბურთი იტალიურისგან განსხვავდება, ასე იყო მორატაც, სხვა სტილს იყო მიჩვეული.”

“კიელინი ? – მას დასვენების შანსს მივცემ, ნახევარდაცვაზე კი ჯერ კიდევ საფიქრალი მაქვს.დაბრუნდება სამი ხედირა, მაგრამ როტაციას აუცილებლად მივმართავ.კარს ჯიჯი ბუფონი დაიცავს.კუადრადო ? – ძირითადში არა მგონია, მაგრამ შეცვლაზე შესაძლოა შემოვიდეს.ხუანს ვესაუბრე და მასთან ყველაფერი მწყობრშია, სულ მალე მის ხელმეორე დებიუტს იხილავთ შავ-თეთრი მაისურით.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x