ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ვალდებულნი ვართ სამი ქულა ავიღოთ”

ზაგრების “დინამოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მთავარი მიზანი სამი ქულის აღებაა, სხვა გუნდების შედეგებს ბოლოს შევხედოთ.ევროასპარეზზე მარტივი თამაშები არ არსებობს, გამონაკლისი არც ხორვატიაში გასამართი დაპირისპირება იქნება, ბიჭები მინდორზე მაქსიმალურად მოტივირებულნი უნდა გავიდნენ.მანჯუკიჩი და პიაცა ? – ძირითადი შემადგენლობის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით, თამაშის წინ უშუალოდ გადაწყდება ვინ იქნება მოედანზე პირველივე წუთებიდან, გააჩნია ფეხბურთელების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფორმას.დინამოსთან 95 წუთიან ბრძოლას ველი, ვალდებულნი ვართ მოვიგოთ და ტურინში სამი ქულით დავბრუნდეთ.”

“ევრა ? – არ გამოვრიცხავ, პატრისმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს, სანდრომ ხომ ბოლო 6 მატჩიდან ხუთში მიიღო მონაწილეობა.არ დაგავიწყდეთ, ფრანგს ჯორჯო კიელინის პოზიციაზეც შეუძლია ასპარეზობა, ისინი ხომ ორივე ცაციები არიან.ნახევარდაცვას რაც შეეხება, ხვალ ჩემს განკარგულებაში არიან ერნანეში, პიანიჩი და ხედირა, ვნახოთ, რას გადავწყვეტ.იგუაინი აუცილებლად ითამაშებს, გონსალოს მანჯუკიჩისგან განსხვავებული მახასიათებლები აქვს და გუნდმა უნდა ისწავლოს არგენტინელის მაქსიმალურად გამოყენება.”

“იტალიის ჩემპიონატში 6 თამაშის შემდეგ 15 ქულა გვაქვს, თუმცა ყველა თამაშით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ.შემიძლია ყველას ვუთხრა, რომ იუვენტუსი თითოეული მატჩის დიდი ანგარიშით მოსაგებად ყოველთვის არ ითამაშებს, ზოგჯერ მთავარია შედეგი.არ აქვს მნიშვნელობა, მოვიგებთ თუ წავაგებთ, იუვემ მაღალი ხარისხის თამაში უნდა აჩვენოს, ეს ჩვენი ვალდებულება და მთავარი მოთხოვნაა.პალერმოში კარგად ნამდვილად ვერ ვითამაშეთ, მეტი მომენტი უნდა შეგვექმნა, თუმცა სამი ქულა მაინც მოვიპოვეთ, სატურნირო ცხრილისთვის ეს მნიშვნელოვანია.ზოგადად, სიცილიაზე ყოველთვის გვიჭირს, მახსოვს შარშანწინ ალვარო მორატას ბოლო წუთებში გატანილი გოლით მოვიგეთ.”

“ევროპული გრანდები ? – ილუზიებით ნამდვილად არ ვცხოვრობ, ყველას საკუთარი მენტალიტეტი და მიდგომა აქვს.სეზონის ბოლოს არავის გაახსენდება ვინ გავიდა მეორე ადგილზე, მთავარია ვინ იმარჯვა.ხომ გახსოვთ ბარსელონასთან ფინალი ? – ტევესს რომ გაეტანა, შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად დამთავრებულიყო, მაგრამ საპასუხოდ ორი გოლი მივიღეთ და დავმარცხდით, ის თასი კი კატალონიელებს დარჩათ.სწორედ ასე იქნება 10 წლის შემდეგ, ჩვენს მოგებულ სკუდეტოებს აუცილებლად გაიხსენებენ, თუმცა სეზონის მიმდინარეობა ნაკლებად დააინტერესებს ვინმეს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x