ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : “მთავარია შედეგი ჩვენს სასარგებლოდ დაფიქსირდეს”

მასიმილიანო ალეგრისთან ერთად პრესის წარმომადგენლების წინაშე ჯორჯო კიელინი წარსდგა..

“ისეთივე რთულ დაპირისპირებას ველი, როგორიც გასულ სეზონში ბატე ბორისოვსა და რომას შორის იყო, კარგად მახსოვს, რა საოცარი მატჩი ჩაატარეს ბელორუსებმა, იბრძოლეს და შედეგს მიაღწიეს.ასეთი შეხვედრები გასვლაზე მარტივი არასდროს არაა, შესაბამისად, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.დინამო ტექნიკური და კარგად მომზადებული გუნდია, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან პრობლემები შეგვიქმნან და ქულები დაგვაკარგინონ.საკმაოდ დაბალანსებული ჯგუფი გვყავს, შემდეგ ეტაპზე გასვლა ყველას შეუძლია, ხვალ ვალდებულნი ვართ, სამი ქულა ავიღოთ.”

“რუგანის და ბენატიას ტრავმები ? – საბედნიეროდ, აქამდე მოვახერხეთ და მცველები დავასვენეთ, ახლა კი ტრავმების ფონზე მეტი თამაში მოგვიწევს.არ დაგავიწყდეთ, თამაში შეგვიძლია ოთხი მცველითაც, ისევე როგორც სამით ან ხუთით.რიცხვებს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია მოედანზე გუნდმა ხარისხიანი თამაში აჩვენოს.შედეგი ყოველთვის მთავარია, აუცილებელია, მატჩის ბოლოს ანგარიში იუვენტუსის სასარგებლოდ იყოს, ყოველდღიურად ვიხარჯებით და ვვარჯიშობთ იმიტომ, რომ გრძელვადიანი პერიოდის ბოლოს ჩვენთვის სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.”

წყარო : Football Italia

2 thoughts on “კიელინი : “მთავარია შედეგი ჩვენს სასარგებლოდ დაფიქსირდეს”

  1. იმედია ჩვენი მზე და 90 მილიონი ზაგრებთან მაინც გამოიჩენს თავს უთხრან რო სასუოლო ან კალიარს ეთამაშებიან თორე ისე არა მგონია გოლი გაიტანოს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.