ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიაცა : “იუვენტუსში დარჩენა დიდხანს მსურს”

მარკო პიაცასთვის დღეს განსაკუთრებული დღეა, ხორვატი ფეხბურთელი იმ გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, რომელშიც საფეხბურთო კარიერა დაიწყო..

“თუ გოლის გატანას მოვახერხებ, მას არ აღვნიშნავ, ჩემთვის დღევანდელი დღე საოცრად ემოციურია.მატჩს დაესწრებიან ჩემი ოჯახის წევრები, მათ 25 იუვენტუსის მაისური და ბილეთები მთხოვეს.რა თქმა უნდა, მწვრთნელი წყვეტს, გავალ თუ არა მოედანზე, შანსს მოუთმენლად დაველოდები.მარტივ შეხვედრას არ ველი, დინამოს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, განსაკუთრებით ჩორიჩს, პავილიჩს, ფიოლიჩს და სუდანის გამოვყოფდი, ეს უკანასკნელი ძალიან ძლიერი ფორვარდია.”

“დარწმუნებული ვარ, რომ იუვენტუსში გადმოსვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და თავს ბედნიერად ვგრძნობ.ტურინში დარჩენა კიდევ დიდხანს მსურს, ჩემს სანაცვლოდ იუვემ საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა, მართალია, არა იმდენი, რამდენიც იგუაინის და პიანიჩის შესაძენად, მაგრამ პრესა მუდმივად საუბრობს რიცხვებზე.თუმცა, ეს თემა არ მაინტერესებს, ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ მოედანზე მაქსიმალურად მომზადებული გავიდე.”

“ბუნებრივია, ნებისმიერ ფეხბურთელს სურს მუდმივად თამაში, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა ვარ და კიდევ უნდა გავიზარდო.ჩემი მთავარი დავალება გოლების გატანა არაა, თავს უფრო შემტევი ტიპის ნახევარმცველად ვგრძნობ.ძალიან მომწონს დიბალას ქმედებები მინდორზე, მისგან ბევრს ვსწავლობ.ალეგრისთან იდეალური ურთიერთობა მაქვს, იგი ცდილობს ტაქტიკურად იტალიური ფეხბურთი შემასწავლოს.იუვენტუსს სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, ვფიქრობ, 3-4 ფავორიტში შევდივართ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

დარჩი გამიხარდება

riki
7 years ago

ადამი და ევამ რაც ქნეს და შეცვალეს მთლიანად ისტორია და თანმიმდევრობა ეგეთი რაღაც ქნა ფიგუმ პირველი კაცი იყო თუ არ ვცდები რომელიც მოსისხლე მტრებში ერთს ერთგულებას ეფიცებოდა და 2 კვირაში მეორეგან გადავიდა და იმას დაუწყო ერთი ადგილის ქიცინი მაგის მერე ყველაფერი შეიცვალა არავის ნათქვამის არ მჯერა დღესაც ალბათ მოუწევს ბოლო 5 წუთი

User234
7 years ago

ჩემი აზრით, ახლა აღარ არის იმის დრო, რომ იუვეს ბალეშიკებმა “სტავკები” ისევ მომავალზე გავაკეთოთ. მიდის ეს ცხოვრება და მიქრის წლები, იუვე კი ევროპული საკლუბო ფეხბურთის მთავარი ჯილდოს გარეშეა ამდენი წლებია. ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. მაგაზე დარდი ახლა ზედმეტი მგონია. ჯობია ახლანდელი მოცემული შანსები იქნას მაქსიმალურად გამოყენებული

lasha naxucrishvili
7 years ago

მე პირადად არც ფეხბურთელების კონტრაქტების მჯერა დიდად არც იმის რო ამა თუ იმ ფეხბურთელს დიდხანს სურს დარჩენა თუ არა.ადამიანების 80% ხშირად იცვლიან აზრებს დროთაგანმავლობაში.თითქმის ყველა გუნდში ასეა.

Giampiero Boniperti
7 years ago

ტიელემანსსაც თუ შეიძენენ, მათეუს პერეირასთან, მანდრაგორასთან, როჟერიოსთან, ლიროლასთან, კასტანოსთან და მოისეს კინთან ერთად იუვეს ძირითადის ძალიან ძლიერი შემცვლელებად ჩამოყალიბდებიან ეს ბიჭები სამომავლოდ. ახლა მემგონი ატალანტას ნახევარმცველ 19 წლის ფრენკ კესიეზე ნადირობს იუვენტუსი. ახალგაზრდების მოძიებაში ბადალი არ გვყავს თუმცა უკეთესი იქნებოდა მომავალი ტაობა იუვეს აკადემიიდან ყოფილიყო თუმცა რას იზამ სულ არაობას ასე სჯობს, შემდეგში ვნახოთ რა მოხდება :forza: :forza:

vakhtang karchava
7 years ago

კასატაც მაგარი ნახევარმცველი დადგება.

Giampiero Boniperti
7 years ago

იმედია, ლიროლაც იმედს იძლევა)) მაგრამ საფეხბურთო პროფესიონალიზმთან ერთად გუნდისადმი ერთგულებაც საჭიროა, თორემ პოგბასა და იბრაჰიმოვიჩინაირ მოხეტიალე ტიპებს პატივს ვერ ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ კარგ ფეხბურთს თამაშობენ… :forza:

vakhtang karchava
7 years ago

გეთანხმები,შენი სკოლის აღზრდილს სხვა დამოკიდებულება აქვს,მორატას მაგალითიც რად ღირს.ამიტომაცაა საჭირო მეორე გუნდის დაშვება,რომ განვითარების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ,რისთვისაც რამდენი ხანია იბრძვის ანიელი,მაგრამ ფედერაცია რეგიონების ხმის დაკარგვის შიშით აფერხებს ამ პროექტს,არადა გრანდების გაძლიერება უნდა აწყობდეთ იტალიური ფეხბურთის გასავითარებლად.

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x