ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “ემპოლისთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს შეხვდა..

“ბედნიერი ვიქნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იუვენტუსი თამაშის ბოლოს სამ ქულას მოიპოვებს.გვჭირდება თანაბრად წარმატებული თამაში როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.ჩემპიონთა ლიგაზე დინამოს წინააღმდეგ უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე პალერმოსთან, ხვალ კიდევ უფრო კარგ ასპარეზობას ველი.ემპოლის თამაშს თვალი ვადევნე და ისინი ჩემს სიმპატიებს იმსახურებენ, ვერ ვიტყვი, რომ ბოლო შეხვედრებში მარცხს იმსახურებდნენ.”

“ფორვარდები ? – გუნდში ოთხი წინახაზელი მყავს და ისინი ერთმანეთისგან მახასიათებლებით განსხვავდებიან, ზოგიერთ მათგანს შეუძლია ოდნავ უკნიდან თამაში, ზოგიერთს ოდნავ წინ, გააჩნია ვის ვეთამაშებით და რა სისტემას ვირჩევთ.ერნანეში ? – გასულ სეზონში პრესა მასზე ძალიან ბევრს საუბრობდა, ფეხბურთელის თითოეულ ქმედებას კომენტარს უკეთებდნენ.გარწმუნებთ, თუ ბრაზილიელი მეტად მშვიდად იგრძნობს თავს, იგი უკეთეს თამაშს აჩვენებს და მეტად სარგებლიანი გახდება გუნდისთვის.”

“იუვენტუსის მიზანი ნებისმიერ ჩემპიონატში გამარჯვებაა, მთავარია სწორად მივუდგეთ თითოეულ მატჩს და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები.ემპოლისთან დაპირისპირების შემდეგ ბიჭები სანაკრებო პაუზებზე გაემგზავრებიან, ვფიქრობ, თითოეულ მათგანს სურს ეროვნულ გუნდში გამარჯვებული წავიდეს, იმედია, სამ ქულას ავიღებთ.ხვალინდელი მატჩი გასულ სეზონში გამართულ კარპისთან მატჩს მახსენებს, მაშინ გარკვეული შეცდომები დავუშვით და კინაღამ რისკის ქვეშ დავაყენეთ გამარჯვება, მასპინძლები მაქსიმალურად შეეცდებიან პრობლემები შეგვიქმნან, ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვაჩენოთ.”

“ძირითადი შემადგენლობის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით, თამაშამდე მაქვს დრო.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

იმედი ვიქონიოთ, რომ დადებითად იმოქმედებს იუვეზე სანაკრებო პაუზები :mrgreen:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

აუ ესეიგი ეს სანაკრებო პაუზები ძაან ნერვებს მიშლის რა… საერთოდ არ უნდა არსებობდეს :lool: ხო მსოფლიო და ევროპა კაია, მარა ეს შეარჩევები მართლა არ მევასება რა სანაკრებო. თან იუვეზე არ მოქმედებს მაინცდმაინც დადებითად

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

უნდა მოიგოთ აბა რა

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x