ბუფონი ბალოტელიზე და მოახლოებულ მატჩზე საუბრობს
ჯანლუიჯი ბუფონი მარიო ბალოტელის აძურის რიგებში შესაძლო დაბრუნების თემას ეხმაურება:
“ფაქტია, ბალოტელი კარგ ფორმაში იმყოფება და თუ იგი მსგავს სტილში გააგრძელებს ასპარეზობას, მაშინ მისთვის აძურის კარი მომენტალურად გაიღება..
საუბარი, რომ ჩვენ გარკვეული ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ სისულელეა.. ნაკრებში თავს იყრიან საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღირსებას ეფექტურად დაიცავენ.
ესპანელებთან მატჩი ნამდვილად ცენტრალურია და მას სრული კონცენტრირებით უნდა შევხვდეთ.. თითოეული ჩვენთაგანი აცნობიერებს რაოდენ სერიოზული დაპირისპირება გველის”.
დღეს აუცილებლად მოიგეთ რა