ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კასერესი ნერიაძურის ბაზაზე მიიწვიეს

მარტინ კასერესის მომავალი კლუბის ვინაობა ჯერაც არ გარკვეულა.. ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ იანვარში მოახერხებს რომელიმე კლუბთან კონტრაქტის გაფორმებას:

ახალი ინფორმაციით მას გარკვეული შანსი მიეცემა ინტერში, მიუხედავად იმისა რომ აქამდე აქტიურად იწერებოდა ვესტ ბრომვიჩთან შეთანხმების თაობაზე.

გაძეტას დღევანდელი ცნობებით, ურუგვაელი ნერიაძურის ბაზაზე მიიწვიეს და თუ იგი თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს, მაშინ კლუბი მასთან კონტრაქტს გააფორმებს.

29 წლის მცველი ფრანკ დე ბურის ხელმძღვანელობით რამდენიმე კვირის მანძილზე ივარჯიშებს.. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი გაივლის თუ არა ამ “ქასთინგს” მარტინი წარმატებულად..

2 thoughts on “კასერესი ნერიაძურის ბაზაზე მიიწვიეს

  1. არადა არაა ისეთი სუსტი კასერესი რო აქამდე არ გამოჩენოდა მსურველი) მშვენივრად დგას მარჯვნივ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.