ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელებს გერმანელის შეძენა ჯერ კიდევ შეუძლიათ

draxler

იტალიურ სპორტულ სამყაროში საკმაოდ ცნობადი სახე – ფაბიო პარიზი საკმაოდ საინტერესო დეტალებს ახმაურებს, რომელიც იულიან დრაქსლერს ეხება:

“ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი და მერწმუნეთ იგი ზაფხულში უკვე სხვა კლუბის მაისურით მოიწონებს თავს..

საგულისხმოა, რომ დრაქსლერის ხელში ჩაგდებასთან პსჟ გასულ სატრანსფერო პერიოდში ძალიან ახლოს იყო.. მაგრამ მაშინ თავად ფეხბურთელის სურვილმა ითამაშა გადამწყვეტი როლი..

რატომ? თავის დროზე იულიანი მაქს ალეგრის ესაუბრა და იუვენტუსთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი სიმპატიებით აივსო.. უბრალოდ გერმანულმა მენტალიტეტმა და მშობლიურმა მხარემ ამ ეტაპზე ვოლფსბურგის მხარე გადაწონა.. დარწმუნებული ვარ იგი ნანობს ამ ნაბიჯს..

თუმცა, ტურინელებს კიდევ აქვთ მისი შეძენის შანსი და ვფიქრობ, ამ ეტაპზე უფრო რეალურიც, რადგან პოგბას გასხვისების და რაც მთავარია შემოსავლის საგრძნობმა ზრდამ მაროტა-პარატიჩის დუეტს, დიდი შესაძლებლობები მისცა.. დარწმუნებული ვარ იუვე ეცდება დრაქსლერის გაფორმებას და ამჯერად, მათ ფეხბურთელის მხრიდან 100%-იანი თანხმობა აქვს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bneli
bneli
8 years ago

Chven gvchirdeba iseti natali klasi rogorc aginishna aq ligaxec ro gamogvadgeba da seria ashi gansakutrebit ligaxe

Maradona73
Maradona73
8 years ago

ეს და ვიტსელი ზამთარში დაგვხატავდა :forza:

გუგსიკა
გუგსიკა
8 years ago

მარა მეეჭვება 50ზე ნაკლებად მოახერხონ თუ მეტად არა

გუგსიკა
გუგსიკა
8 years ago

აუ ეს თუ ზამთარშივე დაიმატეს პიკი იქნება!

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ძალიან სასურველია რომ ზამთარში დავიმატოთ ფეხბურთელი, ვინც ორივე მნიშვნელოვან ტურნირში გამოადგება გუნდს

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x