ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო და ბენატია ვარჯიშებს დაუბრუნდნენ

ტურინის “იუვენტუსის” ბანაკიდან სასიამოვნო ინფორმაციები ვრცელდება..

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების გარეშე დარჩენილი გუნდი უკვე რამდენიმე დღეა ვარჯიშებს ვინოვოს ბაზაზე განაგრძობს, თუმცა დღეს მასიმილიანო ალეგრიმ მოთამაშეებს დასვენების საშუალება მისცა.ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვარჯიშებს დაუბრუნდა ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერი, კლაუდიო მარკიზიო.პრინციპინომ უმძიმესი ტრავმა თითქმის სრულად მოიშუშა და სავარაუდოდ, “უდინეზესთან” მატჩში განაცხადშიც მოხვდება.მის მსგავსად, რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა მეჰდი ბენატიამაც, უდინელების წინააღმდეგ მაროკოელიც ითამაშებს.

რაც შეეხება ჯორჯო კიელინის, იტალიის ნაკრების ვარჯიშზე მიღებული დაზიანების მოშუშებას ცენტრალური მცველი რამდენიმე დღეში მოახერხებს და სავარაუდოდ, საშინაო მატჩისთვის ისიც სრულ მზადყოფნაში იქნება.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
7 years ago

ძაან ცუდად დაემთხვა ამის ტრავმა და პოგბას წასვლა.ნახეცარდაცვა ჯერ ჯერობით რაღაცას აკეთებს აი სეზონის მეორე ნახევარში რა იქნება არ ვიცი სერია ას კი მოვიგებთ ნეტა ლიგა მოვიგოთ! დროა დროო.პოგბას რა უთხარი სად წავიდა ჩემი :| იუნაიტედი უმაგრესი გუნდია უბრალოდ ხელახლა შენდება და კაცმა არ იცის რას მიაღწევს წელს.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ძალიან მაგარი ინფორმაცია

ნედვედა
ნედვედა
7 years ago

კლაუდიო მოედანზე მართლაც გვაკლია. სამწუხაროა რომ ფორმის აკრეფვა გაჭიანურდება. Fორცა კლაუდიო!

AnonyMous
7 years ago

მალე აღიდგენს ფორმას ასე მგონია :juvee:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x