ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერებმა ნაკრებებში მორიგი მატჩები ჩაატარეს

მსოფლიოს მასშტაბით მეგობრული თუ ოფიციალური შეხვედრები ბიანკონერებმა გამართეს..

პირველ რიგში, სამი ხედირას გერმანიით დავიწყოთ, რომელმაც საკუთარ მოედანზე ჩეხეთს სძლია 3-0.ბიანკონერების შუახაზელი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და მინდორზე 90′ წუთი დაჰყო.ბუნდესტიმი 6 ქულით ჯგუფში პირველია.შემდეგ შეხვედრას იოჰამ ლიოვის შეგირდები 11 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავენ.

ბელგიის ეროვნულ ნაკრებთან დამარცხდა მირალემ პიანიჩის ბოსნია.ტურინელთა ხუთიანი მინდორზე 81′ წუთამდე იმყოფებოდა, იგი მაშინ შეცვალეს, როცა ანგარიში უკვე 4-0 იყო.ჰერცოგოვინელები 3 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ, შემდეგი თამაში მათ ხვალ, 10 ოქტომბერს კვიპროსთან ელით.

საოცარ დაპირისპირებაში იმარჯვა შტეფან ლიხტშტაინერის შვეიცარიის ნაკრებმა.ვლადიმერ პეტკოვიჩის შეგირდებმა სტუმრად, ბუდაპეშტში დაამარცხეს უნგრეთის ნაკრები 2-3 და ჯგუფში 6 ქულით გალიდერდნენ.ბიანკონერების მარჯვენა მცველი ძირითადში იმყოფებოდა კაპიტნის სამკლაურით და მან სრულად ჩაატარა მატჩი.10 ოქტომბერს შვეიცარიელები ანდორას სტუმრად დაუპირისპირდებიან.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის აფრიკის ზონაში საკუთარი შეხვედრა ჩაატარა მარიო ლემინას გაბონის ნაკრებმა, მაროკოს წინააღმდეგ.მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა და ჯგუფში ორივე გუნდმა 1 ქულა მოიპოვა.მაროკოს რიგებში ტრავმის გამო კიდევ ერთმა ტურინელმა, მეჰდი ბენატიამ ვერ იასპარეზა.

დღეს მარიო მანჯუკიჩის ხორვატიის ნაკრები სტუმრად ფინეთს ეთამაშება, იტალიის ნაკრები კი მაკედონიაში გამართავს დაპირისპირებას, ადგილობრივ გუნდთან.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

სადაც იუვეს ფეხბურთელები თამაჰობენ ის ნაკრები არ აგებენ

მამია juve
მამია juve
7 years ago

შვეიცარიამ ბუქარესტში რატო ითამაშა? თუ ბუდაპეშტში?

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x