ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბოსნიამ და შვეიცარიამ საკუთარი მატჩები მოიგეს

ბოსნიისა და შვეიცარიის ეროვნულმა ნაკრებებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩები მოიგეს..

შვეიცარიელები სტუმრად ანდორას დაუპირისპირდნენ და მეტოქე 1-2 დაამარცხეს.ტურინის “იუვენტუსის” მარჯვენა მცველი, შტეფან ლიხტშტაინერი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და კაპიტანს მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა.ვლადიმერ პეტკოვიჩის შეგირდებმა ჯგუფში მიჯრით მესამე მატჩი მოიგეს და 9 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფებიან.შემდეგ შეხვედრას შვეიცარია 13 ნოემბერს, ფარერების წინააღმდეგ გამართავს.

2-0 მოიგო მირალემ პიანიჩის ბოსნიის ნაკრებმა.ჰერცოგოვინელებმა ზენიცაში კვიპროსი მიიღეს და მეტოქე მატჩის ბოლოს გატეხეს.ბებერი ქალბატონის ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, ორი საგოლე პასი გაუკეთა ედინ ჯეკოს.ბოსნიელები 6 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ.შემდეგი მატჩი მათ საბერძნეთში ელით, 13 ნოემბერს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მირალემ პიანიჩის წინააღმდეგ დღეს “იუვენტუსის” პრიმავერას წევრმა, გრიგორის კასტანოსმა ითამაშა.18 წლის ფეხბურთელი კვიპროსელთა ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და მატჩი სრულად ჩაატარა.კვიპროსს სამი წაგება აქვს და ჯგუფში მეხუთე ადგილზეა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vaxo19
leo 1999
7 years ago

კასტანოსი მართლა კარი ბიჭია

10_means_alex
10_means_alex
7 years ago

პიანიჩმა მაგრა ივაჟკაცა. მაგარი გვყავს :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  10_means_alex

ეს მართლა მაგარი იყო

Qასრა
Qასრა
7 years ago

კასტანოსი <3

მალე გადმოვა მთავარ გუნდში

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x