ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ევრა : “იგუაინი გოლების გასატანადაა დაბადებული”

ტურინის “იუვენტუსის” მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა..

“უპირველეს ყოვლისა, ჩემპიონთა ლიგაზე გეტყვით ჩემს სათქმელს.ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ხუთი ფინალი ვითამაშე და აქედან მხოლოდ ერთში ვიმარჯვე, სამჯერ დავმარცხდი ბარსელონასთან.ეს გუნდი რომ არა, ოთხჯერ ვიქნებოდი ლიგის გამარჯვებული, თუმცა ზოგჯერ მაქსიმუმის მიღწევა ძალიან რთულია.როცა ამ ტურნირის ჰიმნს ვისმენ, განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება, მინდა რაც შეიძლება მეტი მატჩი ჩავატარო.ბუფონი ? – ჯიჯი ნამდვილად იმსახურებს ჩემპიონთა ლიგის ტიტულს, ჩემი ფავორიტი მეკარე კი, ვან დერ სარია.როცა ტურინში გადმოვედი, ბუფონს პირადად არ ვიცნობდი, მხოლოდ ტელევიზორით ვუყურებდი მის თამაშებს, ასეთ უდიდეს ფიგურასთან ერთად ვარჯიში და ერთ გუნდში თამაში, უბრალოდ ბედნიერებაა.რაც უფრო ემატება ასაკი, მით უკეთესი ხდება, 18 წლის ბიჭივით მოძრაობს და აცხობს სეივებს.რაც შემეხება მე, თავს მშვიდად ვგრძნობ, ასაკის ზრდასთან ერთად სისწრაფე იკლებს, ამიტომ შეტევაში თითოეული ჩართვა განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა.აქ მატჩში საშუალოდ ხუთჯერ ვაწვდი საჯარიმოს და მათგან ერთი შეიძლება საგოლე პასი აღმოჩნდეს, შემდეგ უნდა დაბრუნდე დაცვაში და საკუთარ პოზიციას მიხედო.მახსოვს, ერთხელ 37 წლის რაიან გიგზს ვკითხე, თუ როგორ ახერხებდა ამ ასაკში ჰქონოდა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი, მან მიპასუხა, რომ ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე წარმოედგინა.საკუთარ თავს ვეუბნები, რომ დაღლა არ დამეტყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ვარჯიშის შემდეგ იქნება ეს თუ მატჩის, უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს უნდა აჯობო რომ სხვებისთვის მისაბაძი გახდე.პაულო მალდინის, ხავიერ ძანეტისა და იგივე გიგზს რომ ვუყურებდი წლების წინ, მსურდა, ამ ასაკში ასევე მეთამაშა, ვფიქრობ, გამომდის ფორმაში ყოფნა.გამოცდილება ? – რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, ანდრეა პირლო როცა 20 წლის იყო ასე ვერ კითხულობდა თამაშს, მატჩის მიმდინარეობას, ახლა კი საოცრებებს აკეთებს.მომავალზე ფიქრი და საუბარი ჯერ არ მსურს, მინდა ფეხბურთით დავტკბე.”

“იგუაინი ? – სანამ ჩემი თანაგუნდელი არ გახდებოდა, პირადად არ ვიცნობდი, მისნაირი მოთამაშეები ფეხბურთს სჭირდება.რაღაცით ვან ნისტელროის მახსენებს, იმისთვისაა დაბადებული, რომ გოლები გაიტანოს.მახსოვს, ერთ-ერთ თამაშზე სათადარიგოთა სკამზე ჩემს გვერდით იჯდა და ფრჩხილებს იკვნეტდა, შეკითხვა დავუსვი და მიპასუხე, უნდა შევიდე და გავიტანო, აუცილებლად უნდა გავიტანო.შეცვლაზე შევიდა და მატჩი მოგვაგებინა.ახალწვეულები გუნდს შესანიშნავად შეეწყვნენ, ჩემი და ჯიჯის ერთ-ერთი მთავარი დავალებაც ისაა, რომ ფეხბურთელებს ვასწავლოთ, რას ნიშნავს იუვენტუსის ფერების დაცვა.როცა აქ თამაშობ, ხვდები რომ ბებერი ქალბატონის გარემო ყველასგან განსხვავებულია.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
გუგსიკა
გუგსიკა
7 years ago

ჭეშმარიტი იუვენტინოსავით საუბრობს) ყოჩაღ

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მინდორში ბალახ-ბულახში
ამოსულიყო ფიჭვი,
ბონუჩის არწასვლაზე
რჩება მცირედი იჭვი,
თუმცა პატარა, მაგრამ
მაინც გულშია ხიჭვი,
თუ წახვალ, ლეონარდო,
იქნები არაბიჭი.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მინდორში ბალახ-ბულახში
ამოსულიყო ჭადარი,
ტრანსფერი ტოპ-იგროკისა
ისე რომ გვინდა სად არი?
მანჯუ იგუსთან ვერ მივა,
არ არის მისი სადარი,
იგუა მაცოცხლებელი:
წყაროდ არი და ჭად არი.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მაგარი კაცი ხარ ევრა

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x