ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” დარმიანისთვის ბრძოლაში ჩართვას აპირებს

ტურინის “იუვენტუსი” მატეო დარმიანის მიმართ იჩენს ინტერესს..

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი ფეხბურთელის შეძენას იანვარში მილანის “ინტერი” აპირებს, თუმცა ჯუზეპე მაროტა აქტიურად აპირებს ბრძოლაში ჩართვას და ეშმაკებთან მოლაპარაკებების წამოწყებას.მანჩესტერ “იუნაიტედის” მარჯვენა მცველი ჟოზე მაურინიოს სამომავლო გეგმებში არ შედის და დიდი ალბათობით, ნისლიან ალბიონს უახლოეს პერიოდში დაემშვიდობება.

აღსანიშნავია, რომ დარმიანის სანაცვლოდ “მანჩესტერი” დაახლოებით 18 მილიონ ევროს ითხოვს, ნერიაძურის კი მოთამაშის აყვანა არენდის წესით სურს, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით.მატეომ უთამაშებლობის გამო ბოლო პერიოდში ეროვნულ ნაკრებშიც დაკარგა ადგილი და სკუადრა აძურაში დასაბრუნებლად მისთვის მთავარი ამოცანა ფორმაში დაბრუნებაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს და ამ ტურნიზე თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.

წყარო : Football Italia

5 thoughts on ““იუვენტუსი” დარმიანისთვის ბრძოლაში ჩართვას აპირებს

  1. ლიხშტაინერი მიდის და მაგიტომ უნდათ ეგ, რომ \სეაჩვიონ ატმოსფეროს, რადგან დანი-კუადრადოს ხარჯზე არ დარჩება ალეგრი…

  2. ამას რო რამე შეეძლოს მანჩესტერში ძირითადში უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით რო კონკურენტი ფაქტიურად არ ჰყავს(ვალენსიას არ ვთვლი, რადგან იგი ამპლუით მცველი არ არი) )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.