ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სტურარო : “ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, სტეფანო სტურარომ იტალიურ პრესას ვრცელი ინტერვიუ მისცა..

“როგორც იქნა, ურთულესი სამი თვის შემდეგ მინდორს დავუბრუნდი.სეზონი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და მე ეხლახან აღვადგინე ვარჯიშები, ფორმაში შესვლას დრო სჭირდება.რაც შეეხება გუნდს, ვფიქრობ, ნაყოფიერად მოემზადა სეზონისთვის და იმედი მაქვს, იდეალურ კონდიციებში მალე შევალთ.მწვრთნელის განკარგულებაში ვარ და გუნდს მაშინ დავეხმარები, როცა ამას საჭიროება მოითხოვს.”

“საბედნიეროდ, კლუბის ლაზარეთი ცარიელდება, სულ მალე კლაუდიო მარკიზიო დაგვიბრუნდება.მწვრთნელს ორით მეტი ფეხბურთელი ეყოლება ნახევარდაცვაში და ეს რა თქმა უნდა, კარგია.სქემა ? – ჩვენ პროფესიონალები ვართ და იმ ტაქტიკით ვითამაშებთ, რომელსაც ალეგრი აირჩევს.ვეცდებით რაც შეიძლება მალე განვიცადოთ პროგრესი და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს შევუქმნათ პრობლემები.”

“ოქტომბერი იუვენტუსისთვის მნიშვნელოვანი თვეა, რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება გველის.ოთხ მატჩს გავმართავთ ოთხი კონკურენტის წინააღმდეგ, აუცილებელია მათი მოგება და სასურველი პოზიციის მოპოვება ნებისმიერ ტურნირზე.გუნდი თავს კარგად გრძნობს და დარწმუნებული ვარ, დასახულ შედეგს მივაღწევთ.ჩემპიონთა ლიგა ? – ვთვლი, რომ ძლიერი გუნდი გვყავს, ნებისმიერ მოთამაშეს სურს ამ ტურნირზე გამარჯვების მოპოვება.ნებისმიერ შემთხვევაში, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნიზე გამარჯვების მოსაპოვებლად თავს არ დავზოგავთ.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ამან მემგონი მაქსიმუმი რეალთან ითამაშა და ფაქტიურად მანდ ამოწურა თავისი თავი

bneli
bneli
7 years ago

Raga dros oqtomberia es roindeli statiaa:):)

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

წარმატებები

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მინდორში ბალახ-ბულახში
ულაყს აჭენებს მხედარი,
სახეზეც კარგად ეტყობა:
ჩვენი სტურარო მხნედ არი.

კომანი არ დამანახოთ,
მასტია ქვეგამხედვარი,
ისე სირბილი კი იცის,
ცხენია და სახედარი.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ზიზუ დიდი არაბია,
თუმცა წვერი არ აბია,
ბიძამისი პრარაბია,
მსხალი უყვარს, არა – ბია.

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x