ალეგრი : “იგუაინი და დიბალა ძირითადში იქნებიან”
“უდინეზესთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე მასიმილიანო ალეგრი პრესის წარმომადგენლებს შეხვდა..
“უდინეზესთან აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ სამი ქულა, მნიშვნელოვანი მატჩი გველის.დანიელე რუგანი, კვადვო ასამოა და მარკო პიაცა ტრავმირებულნი არიან, თუმცა გუნდს მარკიზიო დაუბრუნდა.კლაუდიომ მეგობრულ მატჩში შესანიშნავად იასპარეზა, თუმცა მანამ, სანამ მას მინდორზე გავიყვანთ კარგად უნდა დავფიქრდეთ.იგი ბოლო წლების იუვენტუსის ერთ-ერთი ლიდერი და საკვანძო ფიგურაა, უმძიმესი ტრავმის შემდეგ ფეხბურთელი ვარჯიშებს უბრუნდება და დარწმუნებული ვარ, მალე სასურველ ფორმაშიც შევა.სანაკრებო პაუზები ? – რა თქმა უნდა, ზოგიერთი ფეხბურთელი უფრო გვიან დაბრუნდა, ზოგიერთი ადრე, თუმცა ვინოვოს ბაზაზე ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, ყველანი ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ვემზადებით.”
“პიაცას არ ყოფნაში, მეოთხე ფორვარდად განაცხადში მოიზე კინის შეყვანა შემიძლია.იგი უნიჭიერესი ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, ძალიან მოუმატებს.ძირითადში იგუაინი და დიბალა იქნებიან, მოიზეს მდგომარეობას დღეს შევაფასებთ და თუ ფორმაში იქნა, შესაძლოა შანსი მივცეთ.დაბრუნდა მეჰდი ბენატიაც, ფორმაშია ჯორჯო კიელინი.ერთადერთი, ვინც დღეს დაგვიბრუნდა ლეონარდო ბონუჩია, ჩემს განკარგულებაშია ანდრეა ბარძალი, ასე რომ თამაში შეგვიძლია როგორც ოთხი, ისე სამი მცველით.”
“ბუფონის კრიტიკა ? – სირცხვილია, გააკრიტიკო ფეხბურთელი რომელსაც კარიერის განმავლობაში მაქსიმუმ ხუთი შეცდომა აქვს დაშვებული.ჯიჯი საკუთარ სათქმელს რეკორდებით ამბობს, შეცდომა კი ნებისმიერ მეკარეს შეუძლია მოუვიდეს.უდინეზესთან მატჩს რაც შეეხება, ადვილი არ იქნება, მათ ამბიციური კოლექტივი ჰყავთ.სკუდეტოსთვის ბრძოლა გრძელდება და უნდა ვეცადოთ, ქულების მაქსიმალური რაოდენობა დავაგროვო.არ დაგავიწყდეთ, რომ მომავალ კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე გველის შეხვედრა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი.ასე რომ, ხვალინდელი თამაშის შემდეგ მთლიანად ლიონზე ვიფიქრებთ.”
ბუფონს ფეხბურთში ჩაუხედავი და უცოდინარი ხალხი აკრიტიკებს, რომლებსაც გონიათ რო რაღაც იციან მარა რამდენსაც დავუწვრილმანდი და შევხვდი ეგეთს აღმოჩნდა რო გონზე არაა არაფრის და დაზეპირებულ ფრაზებს იყენებენ თუნდაც ის რო ბუფონი პენლებში სუსტია, როცა რამდენი მნიშვნელოვანი პენალი აქვს აღებული არიან პენლის მასტერებიც რო დაიარო ბრაზილიის და არგენტინის ჩემპიონატები თუმცა მეტი აღებული პენალი არ ნიშნავს რო სხვამ არ იცის პენლის აღება და შენ საუკეთესო ხარ
მართალი ხარ ძმაო
ეს action.ge კარგია მართლა, მაგრამ რომ გახსნი სტატიას და მარცხნიდან პატარა პანჯარა ვარდება ძალიან გამაღიზიანებელია. ვისაც დალაიქებული აქვს გვერდი იმას რაღატომ უგდებს ვერ ვხვდები. აშკარად პროგრამული ხარვეზია. ტელეფონით ვხსნი როგორც წესი ფბ-დან სტატიებს და ეგ რომ მიხტება აი ისე მაღიზიანებს რომ რავი )))
იმედია გაითვალისწინებით უბრალო მოკვდავი მომხმარებლის აზრს და უშველით იმ ფანჯარას რამეს :))
5 არა მაქს, 4 აქვს ზუსტად დაშვებული. 3 კლუბში და ერთიც ნაკრებში. ერთხლე ბურთის ამოტანისას მეტოქის თავდამსხმელს გაარტყა ბურთი და ის გაუშვა გოლი, ერთხელ უკან დაგორებულ ბურთს გადაახტა რატომღაც, ერთხელ დიმიკელემ წაართვა ბურთი და ერთხელაც აგერ ესპანეთთან ფეხი ააცილა ბურთს. ზოგი მეკარე ოთხჯერ თამაშის დროს ცდება და ბუფონს ეს ისე უნდა გაუტარონ ვითომც არაფერი მომხდარა.
ბაიერნთან ლიგაზე შორიდან გაშვებული გოლი 2013-ში
ეგ ვიდალს მოხვდა უცნაურად წავიდა ბურთი და მაგიტო ვერ აიღო
მიდი ალეგრი მიაწექი
კინი ძირითად გუნდში? საინტერესო იქნება…