ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენატია : “ალეგრი გუარდიოლას ჰგავს”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა, მეჰდი ბენატიამ მასიმილიანო ალეგრი შეაქო..

“გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ.შესვენებაზე მწვრთნელი გველაპარაკა და დარწმუნებულები ვიყავით, რომ დაბრუნებას შევძლებდით.რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ტრავმა სრულად მოვიშუშე, თუმცა შეხვედრის ბოლოს დაღლა ვიგრძენი.”

“ალეგრი ? – მასიმილიანო რაღაცით პეპ გუარდიოლას ჰგავს, მისნაირი მოთხოვნები აქვს.ორივე მწვრთნელი პირველ ნომრად თამაშს ითხოვს და სურს, გუნდი მუდამ შეტევაში იყოს.ალეგრი იუვესთვის ნამდვილი გამარჯვების გარანტია, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ.”

“მონტელა ? –  იგი შესანიშნავი მწვრთნელი და ადამიანია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იგი დამიკავშირდა და მილანში გადასვლა შემომთავაზა, თუმცა უარი განვაცხადე.ტურინში ტიტულების მოგება მსურს.”

1 thought on “ბენატია : “ალეგრი გუარდიოლას ჰგავს”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.