მაროტა : “დიბალა და ბონუჩი კონტრაქტებს გაახანგრძლივებენ”
ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ პაულო დიბალასა და ლეონარდო ბონუჩის ახალ კონტრაქტებზე ისაუბრა..
“ბონუჩისა და დიბალას კონტრაქტები უკვე მზადაა და სულ მალე ფეხბურთელები მას ხელს მოაწერენ, გაიზრდება მათი ხელფასებიც.გუნდის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გასახდელში სიტუაცია დააბალანსოს.გვინდა იუვეში არ გვყავდეს გამოკვეთილი ვარსკვლავი, რომელიც ბევრად მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე სხვა ფეხბურთელი.”
“სიტუაცია სხვა კლუბებში ? – არ გვაინტერესებს, სატურნირო ცხრილს ზოგადად იშვიათად უნდა შევხედოთ.მთავარია, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიგოთ მოსაგები თამაშები და ყველაფერი რიგზე იქნება.”
“კინი ? – ბევრი კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელებს აძლევს შანსს და იმედი აქვთ, რომ მსოფლიო დონის მოთამაშეებს გაზრდის, იგივენაირად ვიქცევით ჩვენც.მოიზე ნელ-ნელა უნდა შეეჩვიოს პირველი სათადარიგოთა სკამზე ყოფნას, იგრძნოს პასუხისმგებლობა და განვითარდეს.”
კარგი ამბავია გაიხარე ავტორ