ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

alegri

უდინეზესთან გამარჯვების შემდეგ მასილიანო ალეგრის განსხვავებული ემოციები ჰქონდა:

“ბუფონის შეცდომაზე უფრო ბევრს მეკითხებიან ვიდრე უშუალოდ მატჩის მიმდინარეობაზე.. ვფიქრობ, ჯიჯის კრიტიკა დიდი შეცდომა.. მოდით ასე ვთქვათ.. გაშვებულმა ბურთმა გუნდი გამოაფხიზლა.. ხოლო შემდეგ ფელიპეს დარტყმულზე არაჩვეულებრივი რეაქცია გვაჩვენა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

რა უნდა ითქვას უშუალოდ მატჩზე.. იგი ჩანასახშივე რთულად გვეჩვენებოდა და მატჩის მიმდინარეობისას საკუთარი ხელშეწყობით მეტად გავართულეთ.. პიანიჩი? იგი სასტარტოში უნდა ყოფილიყო, მაგრამ უშუალოდ შეხვედრის დღეს მცირე დისკომფორტი იყო და შედეგად ცვლილების განხორციელება მომიწია..

ტაქტიკური სქემა? ჩვენი მიზანია შეხვედრის მიმდინარეობისას სქემის შეცვლა.. და ეს ყოველივე დამოკიდებულია მეტოქის ასპარეზობაზე.. როდესაც ფეხბურთელები თავადვე გადაწყვეტენ თუ რა მოდულით უნდა გააგრძელონ ასპარეზობა.. მაშინ ვიტყვი, რომ საჭირო დონეზე განვითარდნენ.. ამ ეტაპზე ვცდილობთ მოედნის ზონების ეფექტურად გამოყენებას”.

20 thoughts on “ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

  1. ალეგრი რაც მოსულია სერია ა და თასები მოიგო,გუნდი ფინალში გაიყვანა ლიგის,პლიუს ისეთი იუვეა წელსაც მის ხელში რომ 4-5 გუნდში შედის ლიგის მოგების ფავორიტებში და დავიჯერო ეს ყველაფერი ჰაერიდან მოდის და ალეგრის დამსახურება არაა????

  2. იდეალური შედეგი გვაქ სერია ა-ში ერთი წაგება და 7 მოგება,ლიგაზეც კარგად ვართ იმედია ლიონსაც გავანადგურებთ და ამის შემდგომ ალეგრის რატო უნდა ვაგინოთ ვერ ვხვდები ნაღდად

  3. ზამენის ხალხით მოვიგოთ სერია ა და ლიგა ძირითადი სასტავით :)))))) ოღონდ ლიგა დაიდოს წელსვე :))))))

  4. ალეგრი მის საქმეს უძღვება 5-იანზე,რა მნიშვნელობა აქ რა სასტავით მოვიგეთ ხომ მოვიგეთ და რათ გვინდა სულ კრიტიკა ბრატცი,ტრანვებს უნდა გავუფრხილდეთ რადგან ლიგის თამაშები გვაქ წინ,აუცილებლად ლიგა უნდა დაიდოს წელს,მთავარია ფორმის პიკი მარტში მაგ დროს უნდა ვიყოთ ლიდერები

  5. ასეთი უცნაური შემადგენლობა არ მახსოვს ბოლო 2-3 წელია, ხედირა, პიანიჩი, კიელინი, ბონუჩი, მარკიზიო ანუ ძირითადის 5 კაცი არ იყო და მაინც მოვიგეთ, თან რა ტაქტიკით და რა ხალხით, ისე ეს საწყისი ტურებია ძალის მესამედით ვიგებთ თამაშებს, ეტყობა წელს ლიგაზე საბოლოო შტურმისთვის ვემზადებით დარწმუნებული ვარ მარტი-აპრილისთვის უმიზნებს ალეგრი პიკს

  6. უცნაური შემადგენლობა დააყენა ალეგრიმ,ყველაზე უარესი რისი არჩევანიც ჰქონდა,ცენტრში ერნანეში-ლემინა.ევრა-სანდრო და ლიხტა-კუადრადო.იგუ,პიანიჩი და ბონუჩი სათადარიგოზე დატოვა… ეტყობა იმის დამტკიცებას ცდილობდა,მეორე შემადგენლობითაც რა ძალას წარმოადგენს იუვე))

    1. მანჯუს აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს,თორემ ნაკრებში კარგად თამაშობს,მგონი ჯობია სხვაში გაცვალონ.ჰერნა კიდევ უნდა გაუშვან,მანდ ვიტცელი მოვა,თანაც მარკიზიო ბრუნდება…

  7. დიბალას კიდევ არანაირ თანხად არ გავყიდდი…საოცრებაა ეგ ბავშვი
    სიტყვებიც ზედმეტია,ამას მისი უბრალოდ ბურთთან შეხებც მოწმობს…

  8. აუ ეს ჰერნანესი გადააშენეთ რა საერთოდ,მერამდენედ ცდება და გოლს ვუშვებთ….
    მოსულიყო რა ვიტსელი და მიდიოდა ეგ უხსენებელი ჯენოაში…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.