პიანიჩი : “ბუფონი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა”
მასიმილიანო ალეგრისთან ერთად ჟურნალისტების წინაშე “ლიონის” ყოფილი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი წარსდგა..
“მესამე და მეოთხე მატჩები ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, აუცილებელია გამარჯვების მოპოვება და ცხრილის პირველ ადგილზე თავის დამკვიდრება.ვფიქრობ, გუნდი კარგადაა მომზადებული და სამი ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.”
“ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი თამაშები არ არსებობს, ფრანგულ გუნდებს თავისთვის დამახასიათებელი საფეხბურთო სტილი აქვთ, პსჟს არ ვთვლი, დანარჩენები კი ნამდვილად იბრძვიან ლიგა 1-ში მეორე ადგილის მოსაპოვებლად.პარიზელებს შესანიშნავი პროექტი აქვთ, ფინანსურადაც გამართულნი არიან და ეს ყველაფერი გარკვეულ უპირატესობას აძლევს.”
“დიბალა ? – ჯარიმების თავისებური სტილი აქვს პაულოს, არ აქვს მნიშვნელობა მინდორზე რომელი მათგანი დაარტყამს, ამას მოვაგვარებთ.თუ ვინ შეასრულებს საჯარიმო დარტყმას კონკრეტულად მატჩის მიმდინარეობისას წყდება და პრობლემა არ იქნება, შეიძლება საერთოდ მესამე მოთამაშემ დაარტყას.”
“ბუფონი ? – იგი მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარეა, ამაზე ზედმეტი საუბარი არ ღირს.წინა მატჩებში დაშვებულ შეცდომებს ჯიჯი მალე გამოასწორებს და დარწმუნებული ვარ, ლიგაზე უმაღლესი დონის ასპარეზობას შემოგთავაზებთ.”
“ლიონი ? – პირველ რიგში გამიხარდება სტადიონზე დაბრუნება, ეს ისეთი ქალაქია, რომელთანაც ბევრი მოგონება მაკავშირებს.ლაკაზეტე და ფეკირი ? – ისინი დამსახურებულად ლიერობენ გუნდს, მართლაც მაღალი დონის ფეხბურთელები არიან.შესაძლოა ლიონს არც ისე იდეალური პერიოდი უდგას, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მალე გამოსწორდება.ხვალ მართლაც რთულ თამაშს ველი, მთავარია სწორად მივუდგეთ საქმეს და მოგება შეგვიძლია.”
დავწერო 2-იანში ბიჩებო იუვე? რას ფიქრობთ?
erti markizio gamovides ra es ernanshi yelshia ukve
ar gvkneba advili igra liobshi mara dibi igus imedi makvs aseve pinchis sufer tamashs veli firzaaaa juvee
ლიონი ჩვენი ბულკია მილანის არ იყოს
ლიონი ბულკი ჰეიძლება კი არის მარა ლიონჰი არა
რომაში რომ იყავი მაშინ სხვანაირად ტლიკინებდი…
სწორი მიდგომით მართალია ყველას მოუგებთ ლიონი რა ყოფილა ვითომ