ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ტრავმებზე არ ვდარდობ”

“ლიონის” მატჩამდე ერთი დღით ადრე მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“ლიონმა სევილიასთან კარგი მატჩი ჩაატარა, ისევე როგორც ნიცასთან, თუმცა არ გაუმართლათ და ორივე შემთხვევაში დამარცხდნენ.ჩემპიონთა ლიგაზე ადვილი შეხვედრები არ არსებობს, მით უმეტეს გასვლაზე, ასე რომ ფრანგებისგან სერიოზულ პრობლემებს ველი.საკუთარ მოედანზე ლიონი კარგი გუნდია, მათ ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერები, ნაბილ ფერიკისა და ალექსანდერ ლაკაზეტეს სახით.განსაკუთრებით სახიფათონი ისინი კონტრშეტევაზე არიან, ფრთხილად უნდა ვიყოთ და დაცვას ყურადღება მივაქციოთ.”

“ჩემპიონთა ლიგა ? – რა მოხდა ერთი ან ორი წლის წინ ამ ტურნირზე, არავის აინტერესებს, მთავარია ახლანდელი შედეგი.ბარსელონასთან ფინალში წაგების შემდეგ დაახლოებით 10 ახალი მოთამაშე მოვიყვანეთ, რა თქმა უნდა გუნდს ადაპტაცია და ამ ევროპული გამოცდილება სჭირდება.რაც შეეხება სერია ა – ს, ბრძოლა ნელ-ნელა ხურდება.მილანი ძველ დიდებაზე დაბრუნებას გეგმავს და ამის დასტური ისაა, რომ როსონერი ცხრილში უკვე მესამე პოზიციას იკავებს.რომამ ნაპოლისთან შესანიშნავად იასპარეზა, ვფიქრობ, ტიტულისთვის ისინიც იბრძოლებენ.”

“იუვენტუსი ? – გუნდი კარგ ფორმაშია, ჩვენ თითოეულ თამაშში ვადასტურებთ რომ ხასიათით და განწყობით ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია ასპარეზობა.რვა ტურში შვიდი გამარჯვება გვაქვს, პირველ პოზიციაზე ვართ და დროა, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გზა გავაგრძელოთ.”

“ტრავმებზე არ ვდარდობ, შევეცდები იმ ფეხბურთელებით მივაღწიო შედეგს, რომლებიც ჩემს განკარგულებაში იქნებიან.მანჯუკიჩმა ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო და იგი მალე დაგვიბრუნდება.თუ მარიომ შაბათამდე ვერ შეძლო გამოჯანმრთელება, სამპდორიასთან ოთხშაბათს აუცილებლად ფორმაში იქნება.მარკიზიო ? – სულ მალე იგი მინდორზე იქნება, ნელ-ნელა ფიზიკური ფორმა უმჯობესდება.შეტევაში კი მოიზე კინი და ხუან კუადრადოც გვყავს, თუ დაგვჭირდა ორივე ფეხბურთელი გავა მოედანზე.”

“ტაქტიკა ? – სქემაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელების განწყობაა, ამ კონკრეტულ დეტალზე გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juve amor
რეალისტი
7 years ago

მეც მაგას ვამბობ სულ რომ ტაქტიკა მათეხარისხოვანია მთავარია განწყობა და მონდომება თორემ 3-5-2 იქნება თუ 4-4-2 უმნიშვნელოა,ეს მარტო მე და ალეგრის არ გვითქვია დიდი მწვრთნელებიც იგივეს იმეორებენ

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ლიონიდან სამი ქულა წამოიღე ალეგრი

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x