ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი 3-5-2 სქემით აპირებს ასპარეზობას

ტურინის “იუვენტუსი” “ლიონთან” დაპირისპირებისთვის ემზადება..

ჯორჯო კიელინის არ ყოფნაში ყველაზე საინტერესოა, ვინ შეცვლის იტალიელ მცველს, ან საერთოდ ითამაშებს თუ არა მასიმილიანო ალეგრი 3-5-2 ტაქტიკით.ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ბიანკონერები სწორედ ხსენებული სქემით აპირებენ მინდორზე გასვლას და კინგ-კონგს მაროკოელი მცველი, მეჰდი ბენატია ჩაანაცვლებს.

კარს ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს, ბენატიასთან ერთად კი უკანახაზს ლეონარდო ბონუჩი და ანდრეა ბარძალი გაამაგრებენ.მარჯვნივ დასვენებული დანი ალვეში, მარცხნივ ალექს სანდრო, რომელიც სხვათაშორის პირველად იქნება ძირითად შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში.სამი ხედირასა და მირალემ პიანიჩის ნახევარდაცვაში თამაში გადაწყვეტილია, გასარკვევია მცველების წინ მოთამაშე შუახაზელი, ე.წ რეჯისტა, მარიო ლემინა თუ ანდერსონ ერნანეში.წინახაზში ყველაფერი ცნობილია, პაულო დიბალას გონსალო იგუაინი შეუწყვილდება, მარიო მანჯუკიჩი და მარკო პიაცა ტრავმირებულნი არიან, სათადარიგოთა სკამზე კი ალეგრის 16 წლის მოიზე კინი ეყოლება.

იუვენტუსი” ( 3-5-2 ) – ბუფონი; ბენატია, ბონუჩი, ბარძალი; ალვეში, ხედირა, ერნანეში ( ლემინა ), პიანიჩი, სანდრო; დიბალა, იგუაინი

წყარო : Tuttojuve

9 thoughts on “ალეგრი 3-5-2 სქემით აპირებს ასპარეზობას

  1. :forza: როგორია განწყობა ძმები,3 ქულას ხო ვიღებთ დღეს….
    მოუთმენლად ველი მატჩის დაწყებას…ფორცა იუვეეე!!!!!!!!
    ლიგის დღეები ხომ თითზე ჩამოსათვლელი გვაქვს წელიწადში… :forza:

  2. მაგარი სვარკა იქნება თუ მოვიგეთ ალბათ ძლივს, ლიონი არაა ხელწამოსაკრავი შეტევაზე მაგრად იშლებიან თან ზანგები ყავთ რას დარბიან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.