“იუვენტუსი” სილვათი დაინტერესდა
ტურინის “იუვენტუსი” “პსჟს” ცენტრალური მცველით, ტიაგო სილვათი ინტერესდება..
32 წლის მცველს პარიზული კლუბი ჯერ-ჯერობით არ სთავაზობს კონტრაქტის გახანგრძლივებას, რამაც მის მიმართ რამდენიმე კლუბის სერიოზული ინტერესი გამოიწვია, მათ რიცხვშია ბებერი ქალბატონიც.ჯუზეპე მაროტა თავისუფალი აგენტების გუნდში მოყვანის ნამდვილი სპეციალისტია და ვნახოთ, რამდენად მოახერხებს ტურინელთა გენერალური დირექტორი ბრაზილიელის ხელში ჩაგდებას.
სილვას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში უმთავრდება, მისი დამატება “მილანსაც” სურს.
მალდინმა ახსნა და ქონდა ინტერვიუ სადაც თქვა რო პერსპექტივა ვერ დაინახა, ეგრე იყიდება 2 წელია უკვე მილანი და ძაან საოცრებებსაც ნუ მოელოდებით ჩინელებისგან ეგრე ელოდნენ ტოჰირისგან მარა მოსვა უნიტაზზე ინტერი და ახალი ჩინელებიც დიდად არ იკლავენ თავს თაან ძაან ძნელია ჭაობში მყოფმა გუნდმა უცბად ფულების ქნევა დაიწყოს ასე რო რა იქნება გამოჩნდება აქ მარჩიელობას და გამოცნობას აზრი არ აქვს
მარტო სილვა ვერ უშველის საქმეს ვერ ხედავთ მალდინმაც კი ვერ დაინახა მაგ გუნდში მომავლის პერსპექტივა და უარი თქვა გუნდში დაბრუნებაზე ხელმძღვანელობაში, სერიოზული ინტერესი თუ იქნება სილვა იუვენტუსში წავა თუმცა ვფიქრობ რო მაგას არ იზავს იმიტო რო პატივს სცემს მილანს და ალბათ ასეთ მილანშიც დაბრუნდება
მალდინის უარსაც თავისი მიზეზი აქვს. მილანი ჯერ არ არის გაყიდული წესით უნდა გაიყიდოს ნოემბრის ბოლოსთვის. აი მაგ გაყიდვის მერე გუნდში აღარ იქნება გალიანი. გალიანის წასვლა ავტომატურად მალდინის მოსვლას გააიოლებს. მალდინის არმოსვლის მიზეზები არის ზღაპარი, მთავარი პრობლემა გალიანია არ იქნება გალიანი იქნება მალდინი. იქნება გალიანი მომავალშიც არ იქნება მალდინი.
მილანმა თუ მოინდომა ამის წაყვანა, მილანში წავა.
ვითო რატო
მილანელია და მაგიტომ, ყოველთვის გამოთქვამდა მილანში დაბრუნების სურვილს და მაგიტომ, ყველამ რომ ჩამოწერა და დაიკიდა მილანმა მისცა შანსი და მაგიტომ, მილანმა გახადა ეს ფეხბურთელი. ამის ყიდვას თუ მილანი მოინდომებს ესე იგი რეალურადაც აძლიერებენ მილანს და ძლიერ იუვესა და ძლიერ მილანს შორის სილვა მილანს აირჩევს.
ისე არგუმენტით ლაპარაკობ სამწუხაროდ მემგონი მართალი ხარ
სილვა არა შაშუ ბეში ამას ვინ გამოუშვებს იუვენტუსში თორე აგერ ბარძალი იჩოჩებს კიელინიც მაგარი ხიფათაა როდის რას იზავს კაცმა არ იცის და ასეთი ცენტრი სასწაული იქნება ბონუჩი ეს და კიელინი პახოდუ ბენატიაც მაგარი მცველია
მაგარი იქნება