“ლიონი” 0-1 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )
გთავაზობთ “ლიონის” წინააღმდეგ მატჩში მონაწილე ფეხბურთელებისა და ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის შეფასებებს..
ბუფონი 9 ( მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ) – სასწაულების საღამო, ჯიჯი უბრალოდ დაფრინავდა.ჯერ თერთმეტმეტრიანი აუღო ლაკაზეტეს, შემდეგ მოიგერია ტოლისოსა და ფეკირის ურთულესი დარტყმები.ქედს ვიხრით მის წინაშე, უბრალოდ აჩვენეთ ეს სეივები მომავალ თაობებს.
ბარძალი 6 – თავიდან ცოტა დაბნეულად გამოიყურებოდა, თუმცა სულ მალე ანდრეა შეეგუა ფრანგულ ჰაერს და კარგად იასპარეზა.
ბონუჩი 5,5 – ჯერ გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ხედირამ შეუშალა ხელი.შემდეგ საჯარიმოში დაარღვია თამაშის წესები და მსაჯმა ნიშნულისკენ მიუთითა.ლეოს არ სჩვევია, თუმცა გუშინ დაბნეული იყო.
ევრა 6 – ალეგრიმ მეჰდი ბენატიას მისცა დასვენების საშუალება და სასტარტოში პატრისი დააყენა, მესამე ცენტრალურ მცველად.ფრანგს ცუდად არ უთამაშია, აკონტროლებდა საკუთარ ზონას.
დანი ალვეში 5,5 – მისი საღამო ნამდვილად არ გახლდათ, რიგ ეპიზოდებში დაბნეული გამოიყურებოდა, დაუშვა შეცდომა, რომელიც ბუფონმა გამოასწორა და ფეკირს აუღო.
ლემინა 5,5 – მისი უშუალო მოვალეობაა უკნიდან პიანიჩისა და ხედირას დაზღვევა, შესაბამისად, უხეშადაც უწევს ასპარეზობა.წითელ ბარათს იმსახურებდა, ვერაფერს ვიტყვით.
პიანიჩი 6 – პირველ ტაიმში დაგვრჩა შთაბეჭდილება, თითქოს მშობლიურ სტადიონზე დაბრუნებამ მასზე ზედმეტად ემოციურად იმოქმედა, შესვენების შემდეგ კი ყველას დაანახა, თუ რას წარმოადგენს.
ხედირა 5 ( ყველაზე ცუდი ფეხბურთელი ) – სამის აკლდა ის, რაც სეზონის სტარტზე ნამდვილად ჰქონდა.ვერაფრით აუბა მხარი სათამაშო რიტმს, საერთოდ ვერ ავითარებდა გუნდის შეტევებს.ალეგრიმ იგი შეცვალა და ამაში გასაკვირი არაფერია.
სანდრო 6,5 – ერთადერთი, ვინც “ლიონის” მცველებს პირველ ტაიმში პრობლემები შეუქმნა, თითქმის ასისტი გაუკეთა იგუაინს.როცა ლემინა გააძევეს, უფრო ცენტრისკენ მოუწია თამაში.
დიბალა 5,5 – მისი საღამო არ იყო.ბევრი იბრძოლა, იწვალა, თუმცა არგენტინელს არაფერი გამოსდიოდა.მეორე ტაიმში ალეგრიმ მის ნაცვლად ხუან კუადრადო ჩართო თამაშში.
იგუაინი 6,5 – რამდენჯერმე თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა, თუმცა საგოლე მომენტები საკმაოდ ჰქონდა.მას შემდეგ, რაც გუნდი წინ გავიდა, დაცვაში ჩამოსვლას და მცველებზე დახმარებასაც არ თაკილობდა.
სტურარო 6 – შეუძლებელი იმ პასში არაფერი არ იყო, თუმცა გოლის მომენტში შეტევა სწორედ სტეფანომ წამოიწყო.შემოდის მინდორზე ჩამშლელის პოზიციაზე, თუმცა ეტყობა, რომ იდეალურ ფორმაში ჯერაც არაა.
კუადრადო 7 – გუშინდელ საღამოს ხუანმა ბევრი რამ გადაწყვიტა.უძლიერესი და ულამაზესი დარტყმული ლოპესის კარისკენ, რომელმაც ბიანკონერებს საბოლოოდ სამი ქულა მოუტანა.
ბენატია ( შეფასების გარეშე ) – ალეგრიმ იგი შემოიყვანა უშუალოდ დაცვითი ზონის გასამაგრებლად, კარგად ითამაშა ბოლო შეტევის დროს, როცა ლიონი მთელი გუნდით უტევდა.
ალეგრი 6,5 – მიუხედავად იმისა, რომ ტურინელები მინდორზე ათნი იყვნენ, მასიმილიანომ პაულო დიბალას ნაცვლად არა ცენტრალური ნახევარმცველი, არამედ შემტევი ხუან კუადრადო შემოიყვანა და შეცვლამაც გაამართლა.როგორც სჩანს, მწვრთნელმა საკუთარ თავს უთხრა : ლიონის ფეხბურთელებმა უკვე ზედმეტად შეაწუხეს ჯიჯი, ჩვენი დროა.
გოლის მომენტში ალვეშმა მისცა პასი კუადრადოს, შეფასებებში წერია თითქოს სტურარომ. ეს ისე
მიღებულია, მე ვთარგმნე არასწორად )) ის შეტევა წამოუწია სტურაროს, პასი უშუალოდ ალვეშის იყო..
ლემინამ პირველი ტაიმი კარგათ ჩაატარა. ჩამშლელის ფუნქციას კარგად ასრულებდა. მეორე ტაიმის თამაში კი არ დასცალდა. გამოჩდილებამ აშკარად დააღალატა.
ლოგიკურია ყველას ჰეფასება