ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” გოლინის აკვირდება

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ჯანლუიჯის ბუფონის შესაძლო შემცვლელებს აკვირდება..

იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუზეპე მაროტას ინტერესთა სფეროში “ასტონ ვილას” 21 წლის მეკარე, პიერლუიჯი გოლინი მოექცა.”ბოლონიას” მიერ აღზრდილმა მეკარემ ორი წელი მანჩესტერ “იუნაიტედის” ახალგაზრდულ გუნდში გაატარა, შემდეგ კი კარიერაში პირველ პროფესიულ კონტრაქტს “ჰელას ვერონასთან” მოაწერა ხელი 2014 წლის ზაფხულში.გარდა ამისა, გოლინი იტალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში იყო მიწვეული.

რაც შეეხება ბრიტანულ გამოცდილებას, “ასტონ ვილაში” პიერლუიჯი გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაბარგდა ჩემპიონშიფში უკვე 12 მატჩიც ჩაატარა.

წყარო : Football Italia

13 thoughts on ““იუვენტუსი” გოლინის აკვირდება

  1. დარწმუნებული ხარ შენ ძაან რო უდიდესი და მთავარი მცველები მილანს ყავდა სულ? 1934 ში მსოფლიოზე ერთადერთი ფეხბურთელი რომელიც ნაკრებში იყო მილანიდან იყო ფორვარდი პიეტრო არკარი მცველებზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია, 1938 ში საერთოდ არავინ ყოფილა მილანიდან ნაკრებში და 82 ში წამოვიდა ბარეზი ნაკრებში მსოფლიოზე და კოლოვატი მანდაც 2 ფეხბურთელი იყო მილანიდან, კაბრინი, ჯენტილე, შირეა შენი აზრით სად იყვნენ, ბარეზი მალდინი ნესტათი არ დამთავრებულა არც იტალიის ნაკრები და არც იტალიური ფეხბურთი თუ გგონია 100 წელზე მეტ წლიან ისტორიაში ნაკრებში მხოლოდ მილანის მცველები წარმოადგენდნენ როგორც ნაკრებში ასევე იტალიურ ფეხბურთში უდიდეს მცველებს, და ნუ გიყვართ ხოლმე დაზეპირებული ფრაზები 94 ში იყვნენ დაცვაში და ზოგადადაც ნაკრებში ბლომად მილანის ფეხბურთელები, თუმცა ეს სხვა თემაა რაც შეეხება დონარუმას ვნახოთ მე არ ვამტკიცებ უეჭველითქო შეიძლება ეგრეც იყოს რასაც შენ იძახი ბეზ ბაზარა ჩემო ძმაო ვნახოთ რა იქნება დიდი სურვილი მაქვს უბრალოდ ლეგენდარული მეკარეები იუვენტუსში და ნაკრებში დონარუმამ გააგრძელოს

  2. მე კი არა შენ მოიყვანე უადგილო შედარება თან ძალიან, შენ თვითონ თქვი სილვას წასვლა არ უნდოდაო ხოდა მაგაშია ზუსტად საქმე დაანახეს დიდი კუში მილანს და დაიკიდა ფეხბურთელის სურვილი და გაასუხარა, ზლატანი იმისმიუხედავად რო მოსიარულე ფეხბურთელია არაერთხელ უთქვამს რო მილანი ყველაზე მაგრად ევასება და არც მაგას უნდოდა წასვლა მარა ეგეც გაასუხარეს, ადრე რა იყო არ აქვს მნიშვნელობა, გააჩნია დღეს რა არის, ადრე მილანიც და ინტერიც საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანები იყვნენ დღეს ლიგაზეც ვერ გადიან და მათ ადგილას სიტი პსჟ და მსგავსი წარმონაქმნები არიან, ადრე იტალიური ფეხბურთი მყარად იდგა მილანიც ხოდზე იყო რატო გაყიდდა ლიდერებს მარა დღეს სხვანაირად აზროვნებენ კი გგონიათ ჩინელები არიქა გვეშველაო მარა მალდინმა თუ ვერ დაინახა პერსპექტივა თქვენ აქედან რას ხედავთ, დღეს ფულის კეთებაზე არიან გადასულები და მერე თავისუფალი გადაბერებული აგენტების დევნაზე ხოდა რატო გგონია რო დონარუმას არ გაყიდიან, ჩელსიო ჯერ ეგ ოფიციალური იყო თუ არა კაცმა არ იცის სადღაც რო დაიწერა არ ნიშნავს რო ეგრე იყო ან სად ჩელსი და სად იუვენტუსი დონარუმამ პოზიციიდან გამომდინარე კარგად იცის რო იტალიიის ლეგენდარული მეკარეები რომლებმაც ისტორია დაწერეს ზუსტად 90% იუვენტუსიდან იყო და მილანს არ ყოლია ისეთი მეკარეები როგორც იუვენტუსს ასე რო ბუფონის და სხვების გზის გაგრძელება მოუნდეს არაფერია ამაში გასაკვირი, პოგბა კიდე აღმოჩნდა უტვინო მონა და პრობლემის თავიც ზუსტად ეგ იყო რაიოლას რაც არ უნდა ეხტუნავა ვერ გადაიყვანდა თუ თვითონ არ მოინდომებდა წასვლას ზუსტად ნედვედის მაგალითზე და უეჭველი იცი რო დონარუმაც ეგრე ჭკუაზე იშლება დარჩენაზე? მილანი ძალიან კარგად ვიცი და ძალიან ბევრ მილანის გულშემატკივარს რო გონებია ვიცი ეგ გუნდია იმაზე მეტიც მცოდნია ძაან ბევრჯერ და არა მარტო მილანი სხვანაირად არც შეიძლება კაკა ზეედორფი და კაფუ ჩემი უსაყვარლესი სამი ფეხბურთელი მანდ თამაშობდა ხოდა აქ რაც არ უნდა ვამტკიცოთ გამოჩნდება ყველაფერი რა იქნება მარა ადრე რა იყო მაგას არ აქვს მნიშვნელობა მთავარი არის რა არის დღეს კი ბატონო შეიძლება მართლა გაგიჟდეს მილანი და ნაღდად არ გაყიდოს თუნდაც 120 მილიონზე სიტყვაზე მარა იმასაც ნუ დავიჟინებთ რო უეჭველი არ გაყიდისო აქედან ვერაფერს გავიგებთ იქ ვის რა უტრიალებს თავში

    1. საკმაოზე ვრცლად დაგიწერე რატომ არ გაყიდის დონარუმას რატომ გაყიდა სილვა და იბრა, ადრეც გაუყიდია მილანს ხალხი და მერეც გაყიდის. მაგრამ არ გაყიდის თავის აღზრდილს, არც ადრე გაუყიდია ამრტივია ამის გაგება ძაან და მაინც მელაპარაკები იბრა და სილვაზე.
      გეუბნები მილანის ისტროიიდან გამომდინარე რომ პირადად დონარუმას არ გაყიდის სხვაზე თავს არ დავდებ მაგრამ მაგას არ გაყიდის, მითუმეტეს იუვეში. პლიუს ამას მილანიდან იმის გამო გარბოდე ლიგის მოგება გინდოდეს და იუვეში გადადიოდე სასაცილოა ეგ.
      პირლოც მილანიდან მხოლოდ იმიტომ მოხვდა იუვეში რომ ასაკში იყო თორემ თავის ბიოგრაფიაში გარკვევით წერს მილანის გარდა მისი ოცნება იყო რეალი და ბარსა.
      იტალიელი მეკარე სად იყო ხოლმე ეგ უმნიშვნელო ფაქტორია. უდიდესი მცველები და მთავარი მცველები მილანს ყავდა სულ მაგრამა რ ნიშნავს რომ კანავარო ან ტურამი იუვეში არ გადადიოდნენ.
      უყურე და გაიხსენებ იმას რასაც გეუბნები ეხლა.

  3. ტყვილა იპუტავთ დონარუმაზე ლიგის მოსაგებათ თუ წავა ჯუვეს ნაღდათ არ აირჩევს!!! და არსად წამსვლელიც არ არის გინდ რაიოლა ჩაერიოს და გინდ რომის პაპი!!!

  4. მასე გეგონათ სილვაზეც და ზლატანზეც ამათ ვინ გაყიდისო მარა დაანახეს კაი კუში მილანს და ისე გაასუხარეს არც გაუხედავთ უკან, ეგრე იქნება აქაც ერთ 45-50 მილიონზე ისე გაყიდის მილანი თვალსაც არ დაახამხამებს იძახეთ თქვენ ვერ ნახავთო მითუმეტეს რაიოლასთვის შეუძლებელი არაფერი წელსაც თუ ვერ გავიდა ლიგაზე მილანი ხო საერთოდ გაიზრდება მაგის წასვლის შანსი მილანიდან არ მგონია ნაკრების მომავალ კიპერს მაჩანჩალა გუნდში უნდოდეს ყოფნა დიახ ზუსტად დღეს მილანი ნაპოლზე უარესია და სადაც მალდინი გუნდში მუშაობაზე უარს ამბობს იმიტო რო მომავლის პერსპექტივა ვერ დაინახა რა გასაკვირია დონარუმასაც გაუჩნდეს მეტი ამბიცია

    1. უადგილო შედარებაა. სილვას წასვლა არ უნდოდა მილანმა მოინდომა გაშვება. იბრასგან წასვლა გასაკვირი არაა რომელი ერთგული ეგ ნახე მაგალიტად რომ მოგყავს. თან აშკარად ცუდად ერკვევი მილანის დამოკიდებულებაში თავის აღზრდილებთან. მილანი ყიდის მხოლოდ ვარკვლავებს რომლებიც სხვა გუნდებიდან მოდიან მილანში ან მილანში გაიბრწყინეს, ისიც მხოლოდ მას მერე რაც ბოლომდე მიიღებს მაქსიმუმს მათგან.
      ანალოგიურად გაუშვეს კაკა როცა მანამ ბლოკავდნენ რეალისგან უფრო მაღალ შემოტავაზებას, იგივე ქნეს შევაზე. ერთადერთხელ შეცდნენ პირლოს დროს.
      მთავარი – მილანს არასდროს არ გაუყიდია თავისი აღზრდილი. ბარეზი, ტასოტი, მალდინი, კოსტაკურტა ეს ის ხალხია ვინც მილანიდან არ წასულან, 97-98 წლებში 2-ჯერ ლიგის გარეშე დარჩენილ მილანში გაჩერდნენ, სერია ბ-შიც გაატარეს მილანთან ერთად 2 წელი, 99 წელს მალდინიზე მანიუსგან შემოთავაზებული 60 მილიონიც დაბლოკეს და მას მერე წლები ბლოკავდნენ პერესის ასტრონომიულ შემოტავაზებებს. ერთია ვარსკვლავის გაყიდვა და მეორეა მისივე აღზრდილის.
      თან ვლაპარკაობთ 17 წლის ბავშვზე, რომელიც თუნდაც 1-2 წელი კიდე ლიგის გარეშეც რომ იყოს რაც მეეჭვება ასე იყო 19-20 წლიდანაც საკმარისზე მეტი დრო ექნება ტიტულებისთვის რომ 17 წლის ასაკში არ დახამდეს ლიგის მოგებას მითუმეტეს იუვეს მიერ ლიგის მოგებას.
      არ ყოფილა ფაქტი მილანს თავისი აღზრდილი გაეყიდოს რომელშიც პერსპექტივა დაინახა, წელს უკვე კრიზისში მყოფებმა დაბლოკეს დონარუმას 40 და რომანილის 45 მილიონიანი შეტავაზებები ჩელსისგან.
      რაიოლას და მის გაქნილობას იუვეს ბალეშიკი არ უნდა მიხსენებდე, პოგბა თუ გაყიდა თხასავით პოგბასაც უნდოდა წასვლა, მაგრამ ვერ გაყიდა ნედვედი რომელიც იუვეს გადაყვა. ბატონყმობა გადავარდა დიდი ხანია ფეხბურთელს თუ არ უნდა ცხრა რაიოლა და მისთანები ვერ გადაიყვანენ ვერსად.
      იმედია კარგად აგიხსენი რატომ არ არის დონარუმა წასვლის შანსი. თუ არადა შენ თითონაც დაინახავ.

  5. მინო რაიოლაა დონარუმას აგენტი,ასე რომ მისი წასვლა-დარჩენა არც მილანის საქმეა და მით უმეტეს არც დონარუმასი)

  6. დონარუმამ მილანში დაიწყო და მილანში დაასრულებს. გამორიცხულია მაგის წასვლა მილანიდან. არამარტო იუვეში ნებისმიერ სხვა გუნდშიც.

  7. რა გოლინი დონარუმა დადეთ ტო, ალეგრი მართალია პროსტა ნახავთ ბუფონის მერე ეგ თუ ნაკრებში არ გაეძროს და მაგრად არ იფრინოს და არ მინდა მილანის ფეხბურთელი იყოს ნაკრების მთავარი კიპერი

  8. ბუფონმა სპორტიელოში ვხედავ ჩემს შემცვლელსო…

    აუდერო და ლეალიც კარგია…

    მე ჯიჯის შემცვლელად დონარუმა ან პერინი მინდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.