ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ლიონი” 0-1 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ “ლიონის” წინააღმდეგ მატჩში მონაწილე ფეხბურთელებისა და ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის შეფასებებს..

ბუფონი 9 ( მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი )  – სასწაულების საღამო, ჯიჯი უბრალოდ დაფრინავდა.ჯერ თერთმეტმეტრიანი აუღო ლაკაზეტეს, შემდეგ მოიგერია ტოლისოსა და ფეკირის ურთულესი დარტყმები.ქედს ვიხრით მის წინაშე, უბრალოდ აჩვენეთ ეს სეივები მომავალ თაობებს.

ბარძალი 6 – თავიდან ცოტა დაბნეულად გამოიყურებოდა, თუმცა სულ მალე ანდრეა შეეგუა ფრანგულ ჰაერს და კარგად იასპარეზა.

ბონუჩი 5,5 – ჯერ გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ხედირამ შეუშალა ხელი.შემდეგ საჯარიმოში დაარღვია თამაშის წესები და მსაჯმა ნიშნულისკენ მიუთითა.ლეოს არ სჩვევია, თუმცა გუშინ დაბნეული იყო.

ევრა 6 – ალეგრიმ მეჰდი ბენატიას მისცა დასვენების საშუალება და სასტარტოში პატრისი დააყენა, მესამე ცენტრალურ მცველად.ფრანგს ცუდად არ უთამაშია, აკონტროლებდა საკუთარ ზონას.

დანი ალვეში 5,5 – მისი საღამო ნამდვილად არ გახლდათ, რიგ ეპიზოდებში დაბნეული გამოიყურებოდა, დაუშვა შეცდომა, რომელიც ბუფონმა გამოასწორა და ფეკირს აუღო.

ლემინა 5,5 – მისი უშუალო მოვალეობაა უკნიდან პიანიჩისა და ხედირას დაზღვევა, შესაბამისად, უხეშადაც უწევს ასპარეზობა.წითელ ბარათს იმსახურებდა, ვერაფერს ვიტყვით.

პიანიჩი 6 – პირველ ტაიმში დაგვრჩა შთაბეჭდილება, თითქოს მშობლიურ სტადიონზე დაბრუნებამ მასზე ზედმეტად ემოციურად იმოქმედა, შესვენების შემდეგ კი ყველას დაანახა, თუ რას წარმოადგენს.

ხედირა 5 ( ყველაზე ცუდი ფეხბურთელი ) – სამის აკლდა ის, რაც სეზონის სტარტზე ნამდვილად ჰქონდა.ვერაფრით აუბა მხარი სათამაშო რიტმს, საერთოდ ვერ ავითარებდა გუნდის შეტევებს.ალეგრიმ იგი შეცვალა და ამაში გასაკვირი არაფერია.

სანდრო 6,5 – ერთადერთი, ვინც “ლიონის” მცველებს პირველ ტაიმში პრობლემები შეუქმნა, თითქმის ასისტი გაუკეთა იგუაინს.როცა ლემინა გააძევეს, უფრო ცენტრისკენ მოუწია თამაში.

დიბალა 5,5 – მისი საღამო არ იყო.ბევრი იბრძოლა, იწვალა, თუმცა არგენტინელს არაფერი გამოსდიოდა.მეორე ტაიმში ალეგრიმ მის ნაცვლად ხუან კუადრადო ჩართო თამაშში.

იგუაინი 6,5 – რამდენჯერმე თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა, თუმცა საგოლე მომენტები საკმაოდ ჰქონდა.მას შემდეგ, რაც გუნდი წინ გავიდა, დაცვაში ჩამოსვლას და მცველებზე დახმარებასაც არ თაკილობდა.

სტურარო 6 – შეუძლებელი იმ პასში არაფერი არ იყო, თუმცა გოლის მომენტში შეტევა სწორედ სტეფანომ წამოიწყო.შემოდის მინდორზე ჩამშლელის პოზიციაზე, თუმცა ეტყობა, რომ იდეალურ ფორმაში ჯერაც არაა.

კუადრადო 7 – გუშინდელ საღამოს ხუანმა ბევრი რამ გადაწყვიტა.უძლიერესი და ულამაზესი დარტყმული ლოპესის კარისკენ, რომელმაც ბიანკონერებს საბოლოოდ სამი ქულა მოუტანა.

ბენატია ( შეფასების გარეშე ) – ალეგრიმ იგი შემოიყვანა უშუალოდ დაცვითი ზონის გასამაგრებლად, კარგად ითამაშა ბოლო შეტევის დროს, როცა ლიონი მთელი გუნდით უტევდა.

ალეგრი 6,5 – მიუხედავად იმისა, რომ ტურინელები მინდორზე ათნი იყვნენ, მასიმილიანომ პაულო დიბალას ნაცვლად არა ცენტრალური ნახევარმცველი, არამედ შემტევი ხუან კუადრადო შემოიყვანა და შეცვლამაც გაამართლა.როგორც სჩანს, მწვრთნელმა საკუთარ თავს უთხრა : ლიონის ფეხბურთელებმა უკვე ზედმეტად შეაწუხეს ჯიჯი, ჩვენი დროა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

გოლის მომენტში ალვეშმა მისცა პასი კუადრადოს, შეფასებებში წერია თითქოს სტურარომ. ეს ისე

ნედვედა
ნედვედა
7 years ago

ლემინამ პირველი ტაიმი კარგათ ჩაატარა. ჩამშლელის ფუნქციას კარგად ასრულებდა. მეორე ტაიმის თამაში კი არ დასცალდა. გამოჩდილებამ აშკარად დააღალატა. :forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ლოგიკურია ყველას ჰეფასება

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x