ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი : “გამარჯვებისთვის ბრძოლა სისხლში გვაქვს”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი, ანდრეა ბარძალი სკაი სპორტს რამდენიმე საინტერესო თემაზე გაესაუბრა..

“ბოლო სამ შეხვედრაში ისეთ გუნდებთან მოგვიწია ასპარეზობა, რომლებიც აქცენტს უმეტესწილად დაცვით ფეხბურთზე აკეთებენ.ასეთ დროს ვალდებული ხარ მოიფიქრო ისეთი რამ, რაც მთლიანად გაჭრის მეტოქის დაცვას და რომელიმე ფეხბურთელი გოლის გატანას მოახერხებს.რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, ფრანგებნა ნაწილობრივ გახსნილი თამაში შემოგვთავაზეს, ჩემი აზრით, პირველ ტაიმში უკეთ უნდა გვეთამაშა და მეორეში ამდენ პრობლემას არ წავაწყდებოდით.ნამდვილად ჩემი აპლოდისმენტები ხუან კუადრადოს, ათი კაცით დარჩენილმა გუნდმა მისი შესანიშნავი გოლით იმარჯვა.”

“გუნდს გამარჯვება სისხლში აქვს, ამის გამეორებით არასდროს დავიღლებით, საფრანგეთიდან კი ჰაერივით საჭირო სამი ქულით დავბრუნდით.ვფიქრობ, ერთმანეთთან შეგუება ჯერ კიდევ გვჭირდება, სეზონი სულ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და იდეალური თამაშის საჩვენებლად მეტი დროა საჭირო.ბოლო ორ მატჩში ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ვნახოთ რა იქნება მომავალში.”

“ბუფონი ? – ის უბრალო მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის, კრიტიკა ფეხბურთის განუყრელი ნაწილია, მაგრამ ისეთ პასუხს, როგორიც ჯიჯიმ გასცა კრიტიკოსებს, ბევრი ვერ გასცემდა, მერწმუნეთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მართალი ხარ მართალი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x