ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : “მინდა ვაკეთო ის, რისი გაკეთებაც სხვებს არ შეუძლიათ”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა კორიერე დელა სერას საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა..

“ზოგიერთ შეხვედრაში კონცენტრაციის ნაკლებობას ვუჩივით, ის, რომ რომელიმე გუნდზე ფინანსურად ძლიერები ვართ, ან ფურცელზე ფავორიტები, არაფერს ნიშნავს.მინდორზე ნებისმიერი მოწინააღმდეგე ჩვენს დასამარცხებლად იბრძვის, მათ კი სერიოზულად უნდა შევუშალოთ ჩანაფიქრის ასრულებაში ხელი.იუვენტუსს ევროსარბიელზე სერიოზული მიზნები გააჩნია და ვფიქრობ, ამისთვის პროგრესი გვჭირდება.ჩემპიონთა ლიგა ? – ეს ისეთი ტურნირია, თუ დაიმსახურებ, მოიგებ, ამიტომ ბრძოლა პირველ რიგში საჭიროა.”

“ახალწვეულები ? – გუნდმა სატრანსფერო ბაზარზე ნაყოფიერი სამუშაო ჩაატარა, ახალწვეულებმა საგრძნობლად აამაღლეს გუნდის დონე.იგუაინის პროფესიონალიზმი და მონდომება მაოცებს, მიმდინარე სეზონში მას სათადარიგოთა სკამზე ოთხჯერ მოუწია ჯდომა, ვხედავდი როგორ განიცდიდა ამას, სურდა გამოსულიყო მინდორზე და ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ საუკეთესოა.იგივე შემიძლია ვთქვა დანი ალვეშზე და მეჰდი ბენატიაზე, მაღალი დონის მოთამაშეები არიან.”

ბაკა ? – მილანელებს მისი სახით ნამდვილი გოლეადორი ჰყავთ, სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეორე კარში დარტყმას იტანს, შთამბეჭდავია.გასულ სეზონში მან შორიდან დამირტყა და მოვიგერიე, კარგად მახსოვს.ახალი მილანი ? – ძალიან მომწონს, ვინჩენცო მონტელა მშვიდი, გაწონასწორებული სპეციალისტია და რაც მთავარია იცის, რას აკეთებს.რაღაცით იუვეს პროექტსაც ჰგავს, ხუთი წლის წინანდელს.როსონერის სჭირდება დრო და გამოცდილება იმისთვის, რომ მიზნებს მიაღწიოს.”

შეცდომები ? – უპირველეს ყოვლისა, ვნერვიულობ და შოკირებულ მდგომარეობაში ვვარდები, როცა შეცდომას ვუშვებ.თვითკრიტიკული ვარ და შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობ, საკუთარი თავი მწყობრში მოვიყვანო.როცა ზურგს 22 წლიანი კარიერა გიმაგრებს, ხვდები, რომ რაღაც გაგიკეთებია, იმედი მაქვს, გულშემატკივრებს ეს ყველაფერი მოსწონთ, რაც შეეხება კრიტიკას პრესაში, ნორმალურია, მე კი მეტად მოტივირებული ვხდები.”

“ჩემი თამაში ლიონთან ? – ნორმალური გამოვიდა, ვთამაშობ იმისთვის, რომ სხვებისგან განსხვავებული ვიყო, გავაკეთო 38 წლის ასაკში ის, რაც სხვებს გაუჭირდებათ.დონარუმა ? – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის განსხვავება ასაკში სერიოზულია, ჯიჯიო ჩემი პატარა ძმაა.მის ასაკში სრულიად სხვანაირი ვიყავი, მილანელთა კიპერი მშვიდი და გაწონასწორებულია.იცის, რა უნდა გააკეთოს მინდორზე, ვნახოთ, 20 წელში როგორ ისაუბრებენ მასზე.”

“კარიერის შემდეგ ? – უკვე 32 წელია თითოეული დღე ფეხბურთით იწყება და ფეხბურთით მთავრდება, საოცარია ის ემოციები, რომლებსაც მინდორზე ყოფნისას განიცდი, როცა მთლიანად თამაშში ხარ ჩაფლული.მწვრთნელობას არ ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში ახლა ასე მაქვს გადაწყვეტილი.კარიერის დასრულებამდე მინდა თამაშით დავტკბე, შემდეგ კი ვნახოთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რიკი
რიკი
7 years ago

ბაზარი არაა ერთი იგუაინს მოსცხე სეირნობას თავი დაანებოს და ცოტა მეტი იმოძრაოს, მონდომება და პროფესიონალიზმი თუ არ გარდასახე ისე აზრი არ აქვს ამ ალეგრისაც როდემდე უნდა უკანკალებდეს ფეხები ცოტა გაათავისუფლოს ეს იგუაინი და დიბალა მერე უფრო გაიტანენ საკაიფოდ

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მაგარი ხარ ჯიჯი

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x