ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “მილანის კარგი თამაში მახარებს”

“მილანთან” მატჩამდე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“უპირველეს ყოვლისა, მინდა მილანს შესანიშნავი სეზონი მივულოცო, თან ახალგაზრდებთან ერთად.მათ კარგ თამაშზე არ ვნერვიულობ, პირიქით, მახარებს იტალიური ფეხბურთის წარმატება.მონტელა პერსპექტიულ მოთამაშეებს შანსს აძლევს და იგივეს გავაკეთებთ ჩვენც, ამის დასტური მოიზე კინია.მილანსა და იუვეს შორის თამაში ყოველთვის განსაკუთრებულად დაძაბულია და იმედია ხვალაც ასე იქნება, როსონერი არაფერს დათმობს.”

“ბერლუსკონი ? – მან იტალიურ ფეხბურთში საკუთარი სიტყვა თქვა, ადრიანო გალიასთან და სილვიოსთან ერთად ოთხი წელი ვიმუშავე და დავრწმუნდი, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან.იგივე მინდა ვთქვა ანდრეა ანიელიზე, ჯუზეპე მაროტაზე და ფაბიო პარატიჩიზე, ჩვენი შედეგები მაღალი დონის მენეჯმენტს ადასტურებენ.”

“ბუფონი ? – უდიდესი გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე ჯიჯის შეუძლია, ყველა გააოცოს.მან დაახლოებით ისე ითამაშა, როგორც ფეხბურთელმა, რომელმაც მატჩში ჰეტ-ტრიკის შესრულება შეძლო, შედეგზე აშკარა გავლენა იქონია.იმედი მაქვს, ჩვენი კაპიტნის თემა დაიხურა, მან კრიტიკოსებს საკადრისი პასუხი გასცა.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ალეგრი დადე დღეს სამი ქულა კაცურად და კუადრატო თავიდანვე დააყენე რა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x