ოთხი იუვენტინო ოქროს ბურთისთვის მაძიებელთა სიაში
უეფამ ოქროს ბურთის კანდიდატების სავარაუდო სია გამოაქვეყნა..
ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებიდან სიაში მოთამაშე მოხვდა, ესენი არიან : ჯანლუიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი, პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი, ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, “ნაპოლიში” ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შედეგად შეიყვანეს სიაში.
იტალიის ჩემპიონატიდან სიაში ევერ ბანეგაცაა, რომელმაც წინა სეზონი “სევილიას” რიგებში შთამბეჭდავად ჩაატარა.
ბოლო სამეული ხვალ, 25 ოქტომბერს გაირკვევა, დაჯილდოვების ცერემონია კი 9 ნოემბერს.