ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხედირა : “ოქროს ბურთს ბუფონს გადავცემდი”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, სამი ხედირამ სკაი სპორტს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა..

“ძალიან ბევრი ფეხბურთელი იმსახურებს ოქროს ბურთს, მათ შორის ჯანლუიჯი ბუფონი.იტალიელი მეკარე ბოლო ოცი წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს.რონალდუ ? – კრიშტიანუს კარგად ვიცნობ, გასულ სეზონში მან ჯერ ჩემპიონთა ლიგის, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის მოგება მოახერხა, გაიტანა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გოლი და შეუძლებელია, ამ ტიტულს არ იმსახურებდეს.პორტუგალიელის შემდეგ მესისა და ნეიმარს დავაყენებდი, ბარსას შეუდარებელი შეტევა ჰყავს.ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ოქროს ბურთს ბუფონს გადავცემდი, ეს კარგი იქნებოდა როგორც მისთვის, ისე ჩვენთვის.”

“ჩემი მდგომარეობა ? – არ ვიცი, შეიძლება ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ჩემს კარიერაში.თავს კარგად ვგრძნობ, გასულ სეზონში ბევრი მატჩი გამოვტოვე, ახლა კი ვცდილობ, ყოველთვის ასი პროცენტით ვიყო მზად.მინდა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყო, ვვარჯიშობ დაუღლელად და არაფერს ვიშურებ თანაგუნდელების დასახმარებლად.ჯერ ახალგაზრდა ვარ, მაღალ დონეზე თამაში შემიძლია.”

“მილანთან მატჩი ? – დონარუმამ საოცარი სეივი განახორციელა, თუმცა მანამდე შანსები გვქონდა და უნდა გამოგვეყენებინა.გავიტანეთ კიდეც გოლი, თუმცა მსაჯმა გააუქმა.პატივს ვცემთ ნებისმიერ მეტოქეს და განსაკუთრებით მილანს, ასევე არ დავივიწყოთ რომა და ნაპოლი.თუ ვითამაშებთ ისე, როგორც შეგვიძლია, ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის ვიქნებით.მინდორზე უნდა დავამტკიცოთ, რომ წარმატების მიღწევა ჩვენს ძალებს არ აღემატება.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ეე ჰენ ვინ გეთიკხება მაგას მარა მადლობა რო ბოფონს მიცემდი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x