ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “იგუაინი და მანჯუკიჩი ძირითადში იქნებიან”

“სამპდორიასთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე მასიმილიანო ალეგრი ვინოვოს პრესსცენტრში ჟურნალისტებს შეხვდა..

“სამპდორია კარგ ფორმაში იმყოფება, დერბიში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.ჰყავთ ლიდერები, ფაბიო კვალიარელას, ლუის მურიელისა და რიკი ალვარესის სახით, ფრთხილად, აგრესიულად უნდა ვითამაშოთ და კარი მშრალად უნდა შევინახოთ.ხვალ ძირითად შემადგენლობაში მარიო მანჯუკიჩი და გონსალო იგუაინი იქნებიან, დაბრუნდნენ დანიელე რუგანი, კვადვო ასამოა და კლაუდიო მარკიზიო, ამ სამიდან ერთ-ერთი ხვალ სასტარტოში იქნება.მზადაა ჯორჯო კიელინიც, ნახევარდაცვას ხვალ გადავწყვეტ.”

“მარკიზიო გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, მძიმე ტრავმის შემდეგ იგი ნელ-ნელა უბრუნდება სასურველ ფორმას და დარწმუნებული ვარ, მალე კარგ ფორმაში იქნება.პაულო დიბალა მომავალ კვირაში უფრო დეტალურ კვლევას ჩაიტარებს, ალექს სანდროს კი, შეტევაში თამაშიც შეუძლია, თუ გუნდს სჭირდება.პიაცა ? – იგი ხვალ კიდევ ერთხელ ეწვევა ექიმებს, მისი მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება.ნეტო ხვალ ითამაშებს, ბუფონი კი დამსახურებულად დაისვენებს ორი დღე.იგუაინი კარგად გრძნობს თავს, მას ადაპტაციისთვის დიდი დრო სჭირდება.მანჯუკიჩი მეორედ ითამაშებს გონსალოსთან ერთად და დარწმუნებული ვარ, ისინი ნებისმიერ მეტოქეს შეუქმნიან პრობლემას.”

“მილანთან მატჩში ცუდად არ გვითამაშია, ბურთს ვფლობდით, თუმცა დაბალ ტემპში ვუტევდით.როსონერი აგრესიულად მოქმედებდა, მაქსიმალურად გამოიყენეს მომენტები და გოლიც გატანაც შეძლეს.ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ და იმედი მაქვს, ბიჭები მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ხოდა შეტევაში სულ მთლად უფანტაზიო იქნება გუნდი, არც აქამდე წყვეტდა ვარსკვლავებს მარა მაინც :დ

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ღმერთს ებარებოდეთ :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x