ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “რაიოლამ პოგბას ტრანსფერიდან 27 მილიონი ევრო მიიღო”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ პოლ პოგბას ტრანსფერსა და სხვა თემებზე ისაუბრა..

“წლების წინ მანჩესტერ იუნაიტედიდან პოგბა მხოლოდ 1,5 მილიონ ევროდ დავიმატეთ, ოთხი სეზონის შემდეგ კი მან ნებისმიერ ფასად მოინდომა ბრიტანეთში დაბრუნება.ჩვენ მოვითხოვეთ 105 მილიონ ევროს პლიუს დამატებითი ხუთმილიონიანი ბონუსები, ეს თანხა მთლიანად გადახდილ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი გაახანგრძლივებს კონტრაქტს ან დატოვებს კლუბს 50 მილიონ ევროდ.რაც შეეხება მინო რაიოლას, მან ტრანსფერის საკომისიოდ 27 მილიონი მიიღო.მართალია, იუვეს არ სურდა ლიდერის გაყიდვა, მაგრამ ფეხბურთელის სურვილს წინ ვერ დავუდექით.”

“მისი შემცვლელები ? – ყოველთვის ვცდილობთ, სატრანსფერო ბაზარზე არსებული ვარიანტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ვცდილობდით აქსელ ვიტსელისა და ბლეიზი მატუიდის დამატებას, თუმცა მოლაპარაკებები ლოგიკურად ვერ დავასრულეთ.ბევრი ამბობს, რომ იუვეს საშუალო ასაკი საკმაოდ მაღალია, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მოიზე კინია, 16 წლის მოთამაშე.კუადრადო ? – იგი არენდით გვყავს, 5 მილიონ ევროდ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სკუდეტოს მოვიგებთ, გამოსყიდვა აუცილებელი გახდება 20 მილიონად.სიმონე ძაძა არენდითაა ვესტ ჰემში, თუ სეზონში 14 დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას, ბრიტანელებს ვალდებულება დაეკისრებათ.კომანი ბავარიაში 7 მილიონად წავიდა არენდით, მისი გამოსყიდვა გერმანელებს 21 მილიონი უჯდებათ, თუ ამ პუნქტით არ ისარგებლებენ, დაგვიბრუნდება გამოცდილი მოთამაშე.”

“მილანთან გაუქმებული გოლი ? – იმ მომენტზე ბევრი საუბარი არ მსურს, ყველა ნახა, რომ ნიკოლა რიცოლი შეცდა.იუვეს ჰქონდა დრო, სიტუაცია გამოესწორებინა და თუნდაც სამი ქულით დაბრუნებულიყო სახლში, მაგრამ ვერ შევძელით.ფაქტია, ზოგჯერ მინდორზე უძლიერესი ვერ იგებს, ეს ფეხბურთის დაუწერელი კანონია.მილანი იტალიურ ფეხბურთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მათ წარმატებებს ვუსურვებ.პიანიჩის და იგუაინის გამოსასყიდი თანხები ? – კლუბები წყვეტენ, რამდენად აფასებენ ლიდერებს, ზოგი კლუბი კი აფასებს სიტუაციას და გამოთქვამს მზადყოფნას, გამოსასყიდი პუნქტი აამოქმედოს, სწორედ ასე დავიმატეთ ორივე მათგანი.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ანუ 27 რაიოლამ იუვეს 105-დან წაიღო თუ ეგ კიდე სხვა თანხა იყო რაც მანიუმ გადაუხადა

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ტოპ ფორვარდი არააა გუნდჰი ვინც არ უნდა იძახოთ მაგარია დიბალა და იგუანი

ელგუჯა ობოლაძე

მოიცა, ანუ კუადრადო უეჭველი უნდა ვიყიდოთ, თუ სკუდეტო ავიღეთ? :lool: ამათმა მაგის გულისთვის არ დაატორმუზონ იტალიაში :lool: პ.ს. მილანთან გაუქმებული გოლი უნდ დაგეწერათ ალბათ.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

იგუანის რა გითხრათ მაგრამ პიანიჩი ვერ შეცვლოს პოგბას მეგობრებო დააკვირდით და თქვენც მიხვდებით სასწრაფოდ საჭიროა ვიტსელი.ლიხშტ ბევრად პროდუქტიულია ვიდრე დანი

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x