მარკიზიო სავარაუდოდ ძირითადში იქნება
ტურინის “იუვენტუსი” “სამპდორიასთან” მატჩისთვის ემზადება..
ტუტოიუვეს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასიმილიანო ალეგრი 3-5-2 ტაქტიკით აპირებს ასპარეზობას.კარს ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელი, ნეტო დაიცავს, დაცვაში მეჰდი ბენატია, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი, ამ უკანასკნელმა ტრავმა სრულად მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა, ანდრეა ბარძალი კი დღეს სავარაუდოდ, დაისვენებს.მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადო ითამაშებს, მარცხნივ პატრის ევრა.რაც შეეხება ნახევარდაცვას, აქ კლაუდიო მარკიზიო ბრუნდება, იტალიელი თავიდანვე მატჩის დასაწყებად მზადაა და როგორც სჩანს, ალეგრი ხელიდან არ უშვებს შანსს ლიდერი მინდორზე დააბრუნოს.პრინჩიპინოსთან ერთად შუახაზში მირალემ პიანიჩსა და მარიო ლემინას უნდა ველოდოთ.მარკო პიაცასა და პაულო დიბალას არ ყოფნაში წინახაზი ადვილად გამოსაცნობია, მანჯუკიჩისა და იგუაინის დუეტი.
გაგიმარჯოთ იუვეს ბალეჰიკებო ახლა ჰავ ღვინოს ვსამ და ვქეფობს და სხვა გუნდის ბალეჰიკებსაც განსაკუთრებით კი ადმინსტრაციას გაიხარეთ ყველამ თქვენი გუნდის წარმატებით არ გვინდა კრიტიკა გაბრაზება მაინც იმარჯვებს ის ვინც იმსახურებს გავხაროთ ყველამ ერთად
დროა მანჯუკამ გაიტანოს, ამ სეზონში უგოლოდაა
ძირითადში ასეთი ტრამვის მერე? არა მგონია რაღაც…
მეორე ტაიმჰი მაინც გამოიყვანს
კარგია