მოჯი : “დიბალას და იგუაინს წარმატების მიღწევა შეუძლიათ”
ლუჩიანო მოჯის ინტერვიუები ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრებში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს.ვნახოთ, ამჯერად რას ფიქრობს ბიანკონერების ყოფილი სპორტული დირექტორი..
“პირდაპირ ვთქვათ, იუვენტუსი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.შეიძლება, ისინი ჯერ ბარსელონას დონეზე ვერ არიან, თუმცა უახლოეს პერიოდში წარმატების მიღწევის უნარი ნამდვილად აქვთ.ალეგრის გუნდში ჰყავს დიბალა და იგუაინი, ამ ორ ფეხბურთელს ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია თავის გამოჩენა.საწყის ტურებში იუვემ ბევრი თამაში მოიგო და ხუთი ქულითაც კი გაასწრო მეორე ადგილოსანს, თუმცა ამის შემდეგ ფორვარდებმა გოლების გატანა დროებით შეწყვიტეს და ხომ ხედავთ, სხვაობა შემცირდა.ვუყურე უდინეზესთან მატჩს, დიბალამ საოცრებები ჩაიდინა, ულამაზესი ჯარიმა და შემდეგ პენალტი, ვფიქრობ, მას დიდ თამაშებშიც შეუძლია იგივეს განმეორება.დიდ გუნდებს ჰყავთ იგუაინის მსგავსი ფორვარდები, ისინი შეიძლება კარგად ვერ თამაშობდნენ, მაგრამ საჭირო დროს გოლები მაინც გაჰქონდეთ.ბებერი ქალბატონი აპენინებზე საუკეთესოა, ევროპაში პირველობის მოსაპოვებლად კი განვითარება და პროგრესი სჭირდებათ.”
“მთავარია, რაც დღევანდელ გუნდს აკლია, ნახევარდაცვის ხაზში ინდივიდუალისტის ნაკლებობაა, მათ არ ჰყავთ პირლო, რომელსაც ერთი გრძელი პასით მეტოქის მთელი გუნდის მოტყუება შეუძლია.ამ შემთხვევაში, მარკიზიოს დაბრუნებას ველით, იგი გვენატრება.კლაუდიოს შესანიშნავი პასის კულტურა აქვს და დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად გუნდი გაცილებით ხარისხიანად ითამაშებს.”
მართალია რომ მხოლოდ ნახევარდაცვაში აქვს გუნდს პრობლემა. 1 ჩენტროკამპისტა სჭირდება გუნდს სრულყოფისთვის და იმედია ეს მარკიზიო იქნება. სტურარომ და ლემინამ არ გაამართლეს ჩვენი იმედები, ხედირამაც მოუკლო
იგუანი და დიბალა უმაგრესები არიან ამაზე საუბარიც ზედმეტია,ძალიან ძლიერი დუეტია აშკარად
შეტევის ხაზიდან იგუაინის დუეტს მარტო ,რეალის და ბარსას შეტევა ჯობია
მართალია ნამდვილად ასეა,მოჯიზე მაგარი ექსპერტი ცოტაა ალბათ.მაგრამ რამდენს გონია აქ იგუაინი და დიბალა საშვალო დონის…