ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : “იუვენტუსი ცხრილის სათავეში რჩება”

ჯორჯო კიელინიმ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა..

“გვსურდა ყველასთვის გასაგები მესიჯი გაგვეგზავნა, იუვენტუსი რჩება ცხრილის სათავეში.გუნდი განაგრძობს პროგრესირებას და გამარჯვებას, ვიცით, რომ ათი ტურის შემდეგ პირველ პოზიციაზე ყოფნა ბევრს არაფერს ნიშნავს, საჭიროა თითოეულ მატჩში სამი ქულისთვის ბრძოლა და სეზონის მეორე ნახევარში დამაჯერებელი თამაში.რა თქმა უნდა, სამპდორიას კარში გატანილმა გოლებმა გამახარა, ფეხბურთელისთვის ეს დამატებითი სტიმულია.”

“ნაპოლისთან მატჩი ? – ეს ის დაპირისპირებაა, რომელსაც ნებისმიერი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის.ვეცდებით, მინდორზე მაქსიმალურად მონდომებულები გავიდეთ და გულშემატკივრებს ვაჩვენოთ, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია.”

“იგუაინი ? – მას უკვე ოთხი მატჩია გოლი არ გაუტანია, ალბათ, შაბათისთვის ინახავს თავს.არ მაინტერესებს, აღნიშნავს თუ არა ყოფილი გუნდის კარში გოლს, ჩემთვის ბევრად საინტერესო მისი შედეგია.კრიტიკა ? – იტალიურ ფეხბურთში ეს არავის უკვირს, განსაკუთრებით აკრიტიკებენ მათ, ვისაც ადაპტაციის გავლა უჭირს კალჩოში.გუნდი ნელ-ნელა ფორმაში შედის და დარწმუნებული ვარ, კრიტიკოსებს საკადრის პასუხს გავცემთ.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ww
ww
7 years ago

Your success page http://www.free-bet.ge

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

და ასეც უნდა იყოს სეზონის ბოლოს

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x