ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “სკუდეტოს ბედს ეს მატჩი არ გადაწყვეტს”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “ნაპოლისთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს შეხვდა..

“ხვალინდელი შეხვედრა რიგითი მეთერთმეტე ტურის მატჩია, იგი სკუდეტოსთვის ბრძოლაში ბევრს ვერაფერს გადაწყვეტს.გასული წლის 28 ოქტომბერს, სასოულოსთან წავაგეთ და მეთორმეტე პოზიციაზე ვიმყოფებოდით, ერთი წლის შემდეგ სიტუაცია შეცვლილია, ყველაფერი მარტში წყდება.რა თქმა უნდა, ნაპოლისთან დაპირისპირება მნიშვნელოვანია, თუმცა გაცილებით მეტს იუვესთვის ლიონთან მატჩი ნიშნავს, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, იქ გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ.”

“მარკიზიო ? – მის მდგომარეობას დღეს შევაფასებთ, ნელ-ნელა კლაუდიო ფორმაში შედის.ორი კვირის წინ მან ახალგაზრდებთან ითამაშა და ფაქტია, იმ დღის შემდეგ პროგრესი განიცადა.მალე გადავწყვეტ, ითამაშებს თუ არა იგი ხვალ, თუმცა მთავარია, მუხლი ნორმალურ მდგომარეობაში აქვს.ლიხტშტაინერმა შეიძლება ითამაშოს, შტეფანი უმაღლესი დონის მოთამაშე და ნამდვილი პროფესიონალია.ევრამ დაზიანება მიიღო, დღეს საღამოს გვეცოდინება, შეძლებს თუ არა ხვალ მინდორზე გასვლას.”

“კუადრადო ? – არის თამაშები, რომელშიც აუცილებლად მჭირდება კოლუმბიელის პირველივე წუთებიდან მინდორზე ყოფნა, მისი სისწრაფე და ტექნიკა.შეტევაში ბევრი სასაუბრო არაფერია, მანჯუკიჩი და იგუაინი წინახაზზე.”

“პიპიტა ? – მის ანგარიშზე 7 გოლია, შეიძლება ეს ციფრი ვიღაცას ცოტად მოეჩვენოს, მაგრამ ზოგადად თამაშით ვარ კმაყოფილი.ჩვენ მშვიდად ვართ, შეიძლება გონსალოს ყოველ კვირას ვერ გააქვს გოლი, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი სკუდეტო, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგაა.”

“ნაპოლი ? – სარის გუნდი შესანიშნავად ასპარეზობს, ნეაპოლელები ნომინალური ცხრიანის გარეშე არანაკლებ სახიფათონი არიან, განსაკუთრებით კონტრშეტევაზე.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ww
ww
8 years ago

Your success page http://www.free-bet.ge

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ეს გადამწყვეტი არ იქნება მარა დიდი ნაბიჯი იქნება

Soni
Soni
8 years ago

Kvadrado juvestvis didi dzalaa am etapze misi stili da qaosi sachiroa gundistvis.magrad mjera ro napolis mougeben higuainic mgonia ro sheugdebs yvelaze magrad mag tamashi iqneba motivirebuli.pianichi-markizio-xediram unda gaamagros naxevardacva tore isedac gauchirdebat hamshiktan gvadradoc unda daayenos da tu gvadrados daakenebs lixshtaineri sheidzleba dacvistvis.an mament radgan dibala araa gvadrados gamoyeneba zamenidan upro gamartlebuli iqneba raici ra xdeba.dzaan magari tamashi gamova mtlianobashi chemi azrit sadac juveshi darcheba 3 qula

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x