ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ეს გამარჯვება ბევრს არაფერს გადაწყვეტს”

 “ნაპოლისთან” გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს მასიმილიანო ალეგრი შეხვდა..

“ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, გარისკვას არცერთი გუნდი არ აპირებდა, ფაუზი გულამის შეცდომამ კი გოლი გაგვატანინა და საბოლოოდ, თამაში გაიხსნა.ეს გამარჯვება იუვენტუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა არა გადამწყვეტია.პირველ ტაიმში უფრო მშვიდად მიმდინარეობდა შეხვედრა, ცოტა საგოლე მომენტი იქმნებოდა, შესვენების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.კალეხონი განსაკუთრებით ძლიერია მცველებს ზურგსუკან საჯარიმოში შეპარვაში, სწორედ ასე გაგვითანაბრეს.ნეაპოლელებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს, გვიტევდნენ აქტიურად და ცდილობდნენ, მაქსიმალურად მაღლა შეეწუხებინათ ჩვენი მცველები.ალექს სანდრო განსაკუთრებით კარგად ირჯებოდა, ეხმარებოდა მცველებს ბურთის ამოტანაში და კეტავდა მის ზონებს.”

“პიანიჩი ? – მირალემმა ბევრი იმუშავა, განსაკუთრებით დაცვაში, საჭიროდ ჩავთვალე მისი მარკიზიოთი შეცვლა, ოდნავ დაღლილი ფეხბურთელი ახალმა ენერგიამ ჩაანაცვლა.პირველ ტაიმში ბოსნიელმა კარგი პასი გაუკეთა იგუაინს, პიანიჩს კლასიკური ცენტრალური ნახევარმცველისგან განსხვავებული მახასიათებლები აქვს, მეტად აქტიურია შეტევაში და ნაკლებ ენერგიას ხარჯავს.”

“იგუაინი ? – გონსალო ექსტრაორდინალური მოთამაშეა, მას აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ გუნდს გამოადგეს.დღევანდელი მატჩი არგენტინელისთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო, ბედნიერი სჩანდა თამაშის შემდეგ.არ ვფიქრობ, რომ პიპიტამ ნაპოლის უღალატა, უბრალოდ ფეხბურთელმა ზოგჯერ გარკვეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.”

წყარო : Football Italia

4 thoughts on “ალეგრი : “ეს გამარჯვება ბევრს არაფერს გადაწყვეტს”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.