ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : “ევროპაში პირველობის პრეტენზია გვაქვს”

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა, ჯანლუინი ბუფონმა გაზეტა დელო სპორტს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა..

“ნაპოლისთან მატჩში გუნდი მინდორზე სწორი განწყობით გავიდა, ვიცოდით, რომ აქ წაგება არაფრით არ შეიძლებოდა, ასეთ შემთხვევაში ეს უმთავრესია.მილანთან არ ჩათვლილი გოლი ? როცა ვუყურებდი, რომ მოწინააღმდეგე გუნდის 18 ფეხბურთელი მსაჯთან მივიდა გასაპროტესტებლად, ჩვენგან კი იქ არცერთი მათგანი არ იყო, გავბრაზდი.მსგავს სიტუაციებში იუვეს არცერთი მოთამაშე არ უნდა დანებდეს, მით უმეტეს, გოლი ასი პროცენტით ჩასათვლელი იყო.რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, ამ ეტაპზე პირველ პოზიციაზე ყოფნა ბევრს არაფერს ნიშნავს, ჯერ მხოლოდ ოქტომბერია, სეზონის დასრულებამდე კი რამდენიმე თვეა.”

“ევროტურნირებზე პირველობისთვის ამბიცია ნამდვილად გვაქვს, გუნდმა ამისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკა გაატარა.იტალიაში უკვე რამდენიმე წელია პირველები ვართ, სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ დგება დრო, რომ წარმატებას უფრო სერიოზულ ტურნირზე მიაღწიო.უკვე ვითამაშეთ ლიგის ფინალში, ბარსელონასთან დავმარცხდით, არ გაგვიმართლა გასულ წელს ბავარიასთან, ამ შეცდომებზე ვსწავლობთ და იმედია, დასახულ მიზნებს მალე მივაღწევთ.იგუაინის მოსვლით იუვე ბევრად ძლიერი გახდა, ჩემი აზრი ასეთია, სამწვრთნელო შტაბი, ხელმძღვანელობა მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდი უკეთესი გახდეს.”

“ნახევარდაცვა ? – პიანიჩის მოსვლამ ჩვენი შუახაზი სხვანაირი გახადა, საერთოდ, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ამ პოზიციის ფეხბურთელებმა დაგვტოვეს.მირალემი განსაკუთრებული ინდივიდუალისტია, დარწმუნებული ვარ, სულ მალე საუკეთესო თამაშს აჩვენებს.”

წყარო : Football Italia

7 thoughts on “ბუფონი : “ევროპაში პირველობის პრეტენზია გვაქვს”

  1. ამ გუნდს 2-3 მაღალი კლასის მოთამაშე უნდა და მერე მართლა შეიძლება ლიგაზე ფიქრი ჯერ ეს ხალხი უნდა გაუშვან
    ჰერნანეში, ასამოა, ლიხშტაინერი, ევრა, მანძუკიჩი, ნეტო
    ამათ მაგივრად კი ეს მოთამაშეები მინდა
    მეკარე: პერინი
    მცველები: დე შილიო, ბელერინი
    ნახევარ მცველები: აზარი, ვიტსელი ან ერიკსენი
    თავდამსხმელი: ბელოტი
    ამათ + კასტაინოსი და კინი

    —————————ბუფონი————————

    ალვეში———–ბარძალი———-ბონუჩი———სანდრო

    ——–ვიტსელი———-მარკიზიო———-პიანიჩი——-

    ————–დიბალა——————აზარი————–

    ————————–იგუაინი————————

    მეკარეები: პერინი, აუდერო
    მცველები: კიელინი, რუგანი, ბენატია, ბელერინი, დე შილიო
    ნახევარ მცველები: ხედირა, მანდრაგორა, ლემინა, კვადრადო, კასტაინოსი
    თავდამსხმელები: პიაცა, კინი, ბელოტი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.