#ForzaCalcio | XI ტური – “რომას” ფეხი დაუცდა
იტალიის ჩემპიონატის მეთერთმეტე ტური თითქმის დასრულდა, დარჩენილია მხოლოდ ორი შეხვედრა, რომელიც ჩვენთვის მეტ-ნაკლებად საჭიროა..
სულ კალჩოში დღეს 6 მატჩი გაიმართა, აქედან რამდენიმე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია.პირველ რიგში, “მილანის” გამარჯვება უნდა აღვნიშნოთ, როსონერიმ ჯიაკომო ბონავენტურას შესანიშნავი ჯარიმით მოუგო “პესკარას” და მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა.ფეხი დაუცდა “რომას”, რომელიც აქამდე შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა.დედაქალაქელებმა სტუმრად აუთსაიდერ “ემპოლის” ვერ აჯობეს, ბევრჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით, თუმცა სკორუპსკის ვერაფერი მოუხერხეს, 0-0.მასპინძლებმა მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს, ჯიალოროსიმ კი “იუვენტუსთან” სხვაობა ოთხ ქულამდე გაზარდა.ვისაც გაინტერესებთ გეტყვით, რომ “ემპოლის” შემადგენლობაში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა ლევან მჭედლიძე, თუმცა მოედანზე არ შესულა.
საუცხოო ფორმაშია მეორე დედაქალაქური კლუბი, რომის “ლაციო”, რომელმაც ამჯერად “სასოულოს” მოუგო საკუთარ მოედანზე, 2-1.ჩირო იმობილე უგოლოდ მინდორს არ ტოვებს და ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა, იტალიელ ფორვარდს კალჩოში უკვე 9 გოლი დაუგროვდა და მხოლოდ ბოსნიელ ედინ ჯეკოს ჩამორჩება.ბიანკოჩელესტის 21 ქულა აქვს და ერთი ქულით უსწრებს მის მოწინააღმდეგეს მომავალ ტურში, “ნაპოლის”, ამ უკანასკნელის შესახებ გეცოდინებათ, რომ ამ ტურში “იუვესთან” დამარცხდა 2-1.
მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა “კროტონემ”, რომელსაც სხვათაშორის ბოლო ორ ტურში 4 ქულა აქვს მოპოვებული.აუთსაიდერებმა საკუთარ მოედანზე “კიევოს” 2-0 აჯობეს და მშვენიერ ფორმაში იმყოფებიან.მფრინავი ვირების ეს მარცხი ყველას გაუკვირდა, თვით მთავარ მწვრთნელს, როლანდო მარანსაც კი, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა, ჩემმა ბიჭებმა საერთოდ ვერ ითამაშესო.
“მილანთან” მოგებული შეხვედრის შემდეგ ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა “ჯენოა” “ატალანტასთან”, ბერგამოელები საკუთარ მოედანზე მართლაც სერიოზულ ძალას წარმოადგენენ და აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ევროტურნირებისთვის იბრძვიან.ჯამპიერო გასპერინის შეგირდებს 19 ქულა აქვთ და მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან მაურისიო სარის ნაპოლის.
“ინტერის” თავს კი საოცრებები ხდება, “ტორინოსთან” მოგებულ მატჩს თითქოს სიტუაცია უკეთესობისკენ უნდა შეეცვალა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა.ფრანკ დე ბურის გუნდი ამჯერად გენუაში, “სამპდორიასთან” დამარცხდა და იმ შემთხვევაში, თუ ხვალ “კალიარი” “პალერმოს” მოუგებს, მე-12 პოზიციამდე ჩამოქვეითდება.ნერიაძურის გოლი ბიანკონერების ყოფილმა ფორვარდმა, ფაბიო კვალიარელამ გაუტანა, ეს ერთადერთი და გამარჯვების გოლი აღმოჩნდა ამ მატჩში.ფაქტია, ჰოლანდიელი სპეციალისტი ვერაფრით ათამაშებს გუნდს შესაძლოა, უახლოეს საათებში იგი დაითხოვონ კიდეც.
როგორც გითხარით, კალჩოში ამ ტურში ორი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, “კალიარი” საკუთარ მოედანზე “პალერმოს” უმასპინძლებს, “უდინეზე” კი “ტორინოს” დაუპირისპირდება.რაც შეეხება შემდეგ ტურს, იგი აპენინებზე 5-6 ნოემბერს გაიმართება, ცენტრალური შეხვედრა კი ნეაპოლში ჩატარდება, სადაც “ნაპოლი” “ლაციოს” უმასპინძლებს.
მარკიზიო საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელია
არა რა, ფრანკ დებური ჯერ რა მოსაყვანი იყო და ამდენი ხანი რატომ ტოვებენ ვერ გავიგე… მაგრამ ეგრეა, ინტერს ცოდვა არ გაახარებს კაი ხანი… საფეხბურთო ღმერთი სჯის კალჩიოპოლის გამო
ერთადერთი გუნდია, რომელზეც ეგ მიხარია და გამიხარდება მანამ, სანამ არ აღიარებენ ყველაფერს
Mesmis motivaciis mara am gundma juves rogor mougo to (interi) ravi ra.fu magati……. Aset sampdoriastan rogor waages ra shveba arada ra gundi yavt.deburi gaushvan tu rame undat da wavides sadme alkmaarshi ise araa cudi mwvrtneli mara iseti veraa ro am intershi situacia daalagos vinme xasiatis tipi undat.roma karg pormashia da rogor ver mougo egec gasakvirviae
არარატი რო მთელი წელი დინამოსთან თამაშისთვის ემზადებოდა,მაგ ლეგენდარულ ამბავს მაგონებს ინტერიც.
ინტერის ბალეჰიკებო თქვენი გუნდის ყურება სერია ბეჰი მოგიწევთ დიდი ჰანსით რომა ჰენ კარგე ქულები ამაზე ნამდვილად არ გავბრაზდები იმედია ჰემდეგი გუნდიც მინუმ ერთ ქულას დაგაკარგიბეს წამარეტება ჩინებჰი რამდენიც გინდა რათქმაუნდა ოღონდ იუვესთან არა
Rogor minda lacio kidev ufro magrad moixodos sadaa romas sablatao pirvelze chven meoreze lacio da mesameze milani
რომასთან სხვაობა 4 ქულაა და არა 5. ასევე, უდინეზე-ტორინოა ამ ტურში კიდე დარჩენილი.
იმედია, ინტერი გავარდება :)