ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინი : “ყოველთვის გუნდზე ვმუშაობ”

მასიმილიანო ალეგრისთან ერთად ჟურნალისტების წინაშე ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი, გონსალო იგუაინი წარსდგა..

“ყოველთვის ვცდილობ, გუნდისთვის პროდუქტიული ვიყო.რა თქმა უნდა, ფორვარდისთვის გოლი მნიშვნელოვანია, მაგრამ კლუბის შედეგი მეტად ფასობს.მანჯუკიჩს შესანიშნავად ვეწყობი, მინდორზე ერთმანეთს კარგად ვუგებთ.ჩემი ფორმა ? – პრესისთვის რომ დაგეჯერებინათ, ნაპოლისთან თამაშამდე კრიზისი მქონდა, რადგან ოთხი ტურის მანძილზე ვერ მოვახერხე გოლის გატანა, თუმცა ხომ ხედავთ, ყველაფერი რიგზეა.”

“ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, ხვალ შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა გავინაღდოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.იუვენტუსისთვის მიზანი ყოველთვის პირველი ადგილია და გვსურს, სწორედ ამ პოზიციიდან გავიდეთ პლეიოფში.ლიონი აქტიურად და აგრესიულად ითამაშებს, ფრანგებს ძალიან მებრძოლი გუნდი ჰყავთ.ჩვენ კი ყურადღება წამითაც არ უნდა მოვადუნოთ.”

“ნაპოლისთან გოლი ? – ეს მატჩი ჩემთვის განსაკუთრებული იყო, ნეაპოლში სამი წელი გავატარე.საბედნიეროდ, იუვესთან ერთად გამარჯვება შევძელი, ამით ყველაფერი დასრულდა.ახლა ლიონზე ვფიქრობ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რიკი
რიკი
7 years ago

ლიონთან წავა სვარკა ფეხბურთი როგორც ყოველთვის ყელშია უკვე

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

დღესაც გაიტანე რა

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x