ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვეს” სკაუტები ლუკაკუსა და ძაძას დააკვირდნენ

ტურინის “იუვენტუსის” სკაუტები “ევერტონსა” და “ვესტ ჰემს” შორის გამართულ შეხვედრას დაესწრნენ..

კალჩომერკატოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობას რომელო ლუკაკუსა და სიმონე ძაძას თამაშზე სურდა დაკვირვება.ბელგიელი ფორვარდი ბიანკონერების ინტერესთა სფეროშია და მას ჯუზეპე მაროტა მარიო მანჯუკიჩის შემცვლელად განიხილავს, რომელმაც შესაძლოა გუნდი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს.23 წლის ფეხბურთელს ჩაქუჩებთან თავი ნამდვილად არ შეურცხვენია, იგი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიური იყო და გოლიც გაიტანა, მატჩის 50′ წუთზე.

რაც შეეხება სიმონე ძაძას, მისი საქმეები ნისლიან ალბიონზე კარგად ნამდვილად არ მიდის.იტალიელი ფორვარდი ლივერპულელებთან შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა და გოლის გატანა ვერ მოახერხა, პრემიერლიგაში უკვე ათი ტური მიილია და სიმონეს “ვესტ ჰემის” შემადგენლობაში სადებიუტო გოლი ჯერაც არ გაუტანია.დიდი ალბათობით, ბრიტანელები ძაძას ტურინში მალევე დააბრუნებენ და ჯუზეპე მაროტა უკვე ფიქრობს, რომელ გუნდში შეიძლებს გაასხვისოს ფორვარდი.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რიკი
რიკი
7 years ago

16 წლის და 20 წლის პიაცა არცერთი არაა ძირითადის წევრი, ის კიდე უფრო უგუნურობაა ლუკაკუს დონის ფორვარდი კიდე სკამზე რო გიზის მითუმეტეს როცა იცი იგუაინი და დიბალა უკონკურენტოა, მანჯუკიჩის შემცვლელი მესამე ფორვარდობას ნიშნავს, მერე კინი და პიაცა რა გახდება არავინ იცის, მეორე არავის უთქვამს მაგით უნდა მოვიგოთ ლიგაო საერთოდ სხვა რამ დავწერე როცა გყავს 2 ძირითადი და კიდე მოგყავს ვიღაც ტალანტებს ზღუდავ და განვითარებას უშლი ხელს, მაგრამ ისე ნუ წერთ თითქოს ყოველ მეორე წელს ვიგებთ ლიგას ზუსტად დიდი ალბათობით შეიძლება მაგათმა მოიგონ, იგუაინით მოგებული ლიგა რო იქნება მეც დამიძახეთ არ მეწყინება გამიხარდება, იგუაინით ხო ვანადგურებთ ყველაფერს ზუსტად მაგ ტალანტებმა შეიძლება… Read more »

რიკი
რიკი
7 years ago

ზონებს შორის მოძრავი ნახევარმცველი რომელიც შეტევაში სამ ფორვარდს და ნახევარდაცვაში 4 ნახევარმცველს ქმნის ძაან გვჭირდება მაგას აკეთებდა კაკა მილანში იმიტო ყავდათ სასწაული გუნდი უდიდეს ძალას წარმოადგენდა კაკა იმ მილანის, ინძაგი შევჩენკოსთან ერთად კაკა 3 თავდასხმელს ქმნიდა შეტევისას ხოლო ცენტრში პირლო ზეედორფი გატუზოსთან მეოთხე ნახევარმცველი იყო, აი რა აკლია იუვენტუსს ესენი კიდე 90 მილიონი გადაიხადეს ფორვარდში უნიჭიერესი პიაცა კინი ყავთ და კიდე ფორვარდში უნდათ უაზროდ ფულის დახარჯვა სრულად უნდა მობილიზდეს გუნდის ბიუჯეტი და ისკოს ხამესის ტიპის და დონის იგროკი უნდა იყიდოს

juve amor
რეალისტი
7 years ago
Reply to  რიკი

არა რა რიკი როგორ გავს შალვა ნათელაშვილს.იმენა გაჭრილი ვაშლივით ))) შალვამაც ეგრე იცის არ არსებობს თემა საკითხი თუ დრო ივანიშვილს რომ არ გაკრას კბილი როგორც რიკი იგუანს)))

juve amor
რეალისტი
7 years ago
Reply to  რიკი

ნიჭით ლიგა არავის მოუგია ჯერ. ლიგას იგებს კლასი. შენ თუ ფიქრობ რომ 16 წლის კინით და 20 წლით პიაცათი ლიგას მოიგებს ვინმე საღოლ მაშინ ძმაო შენ .)))

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

დებრუინი რომ გვყავდეს ნეტავ მეტს ვერც ვინატრებ

რიკი
რიკი
7 years ago

მე ვფიქრობ საერთოდ არაა საჭირო ლუკაკუ მოიზეს კინს მისცეს შანსი ბევრად ჯობია უეჭველი ვიცი მინიმუმ ლუკაკუზე ნაკლები არაფრით იქნება, ლუკაკუ კი არა ერთი კაკას სტილის ტრეკუარისტა დაითრიეთ ბიჭო ვინც ყველაზე მეტად გვჭირდება ეგაა

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ლუკაკუ მართლა გაასწორებს

forza bianconeri
7 years ago

ძაძას რა დაკვირვება უნდა, ფორვარდის საქმე რაცაა იმას საერთოდ ვერ ასრულებს ამ სეზონში. მიღებაზე ეტყობა რო ერნანეშის დონეა. ლუკაკუ ან კეინი კარგი შემცვლელი იქნებოდა, თუმცა ბიანკონერის “ზამენაზე” ასეთი ძლიერი ახალგაზრდების ადგილია ვითომ? თუ ასეა მაშინ მახარებს ეს ფაქტი, რადგან იუვეს სიძლიერეს უსვამს ხაზს.

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x