ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “მარკიზიო ხვალ აუცილებლად ითამაშებს”

“ლიონთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“რთული შეხვედრის მოლოდინში ვარ, ოლიმპიკელები გასვლაზე მშვენივრად ასპარეზობენ.ხვალ გამარჯვების შემთხვევაში შევასრულებთ მიმდინარე სეზონის პირველ ამოცანას, ჯგუფიდან გასვლას, სწორედ ამიტომ ბიჭებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას ვითხოვ.მარკიზიო ხვალ აუცილებლად ითამაშებს, ნაპოლისთან კლაუდიომ დაისვენა და ახლა სრული ენერგიით ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ემზადება., მან საგრძნობლად გაზარდა ჩვენი ნახევარდაცვის ხარისხი.”

“ჯერ მხოლოდ სეზონის სტარტია, ნელ-ნელა ბრძოლა ხურდება და დარწმუნებული ვარ, მარტში დაძაბულობა პიკს მიაღწევს.მინდა ხვალვე გავიფორმოთ შემდეგი ეტაპის საგზური, მართალია, ლიონში მოვიგეთ, თუმცა სევილიასთან ფრედ ვითამაშეთ და თან, ესპანელებთან გასვლაზე სათამაშო გვაქვს.გაუთვალისწინებელი შეცდომები თავიდან უნდა ავირიდოთ, შრომა შეიძლება წამიერად ჩაიყაროს წყალში.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

:forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x