ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : “აუცილებლად უნდა მოვუმატო”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ ერთ-ერთ იტალიურ რადიოს საინტერესო ინტერვიუ მისცა..

“ცენტრალური მცველის პოზიციაზე 17 წლიდან ვთამაშობ, ასე რომ, პროგრესი ჯერ კიდევ მჭირდება.ჩემი აზრით, მეტოქესთან ერთი ერთზე თამაში უნდა დავხვეწო, ეს უკანახაზელისთვის ყველაზე რთულად შესასრულებელი დავალებაა.ნაპოლისთან გოლი ? – ვფიქრობ, აღნიშვნაში ყველაფერი ჩავაქსოვე, ასოებით გამოვსახე საკუთარი, მეუღლისა და შვილების სახელები.ზოგადად, გოლის გატანა ჩემთვის საოცარი მოვლენაა, დამატებით მოტივაციას მმატებს.მით უმეტეს, ისეთ მნიშვნელოვან თამაშებში, როგორიცაა ნაპოლისთან, რომასთან ან თუნდაც ინტერთან.”

“ზოგიერთ შეხვედრაში წინააღმდეგობებს ვაწყდებით, ხშირად მოგებას ვიმსახურებთ, თუმცა იღბალი ჩვენს მხარეს არაა.ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ამისთვის სევილიასთან მატჩისთვის ასი პროცენტით მოვემზადებით.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
9 years ago

მიდი ბიჭებო მე თქვენი ბოლომდე მჯერა

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

დავაი დავაი დასცხეთ წვენები ვიტამინები ვაჯიში თქვენსკენ ვართ

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

უნდა ეწეროს ‘ვარჯიში’ :forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x