ბუფონისთვის “კიევოსთან” მატჩი მე-600 იქნება

“კიევოსთან” გასამართი დაპირისპირება ჯანლუიჯი ბუფონისთვის საიუბილეო იქნება..
იმ შემთხვევაში, თუ ხვალ ჯიჯი სტადიო ბენტეგოდიზე ითამაშებს, ეს იქნება მისთვის მე-600 ოფიციალური შეხვედრა იტალიის ჩემპიონატში.აღსანიშნავია, რომ ამ ნიშნულს მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს მიღწეული, ფრანჩესკო ტოტის ( 607 ), ხავიერ ძანეტის ( 615 ) და რეკორდსმენს, პაულო მალდინის, რომელიც ანგარიშზეც 647 იტალიური დაპირისპირებაა.
ბუფონს კალჩოში დებიუტი 1995 წლის 19 ნოემბერს “პარმას” შემადგენლობაში ჰქონდა, იმ დროს ჯიჯი მხოლოდ 17 წლისა და ცხრა თვის გახლდათ.აღსანიშნავია, რომ მალდინისთან განსხვავებით ბუფონს ერთი სეზონი იტალიის ჩემპიონატში გამოტოვებული აქვს, კალჩოპოლის ცნობილი ისტორიის გამო, 2006 წელს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მეორე დივიზიონში ასპარეზობდა.
მოხსნილია უბრალოდ ს B ემატება + 39
ლეგენდა
ამ რეკორდსაც მოხსნის ჯიჯი
კაია ორმაგი მოტივაცია