“იუვენტუსი” ბენტანკურს და ვიტსელს აკვირდება

ტურინის “იუვენტუსი” იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაძლიერებას გეგმავს..
ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუზეპე მაროტა აქტიურად ორ ნახევარმცველს აკვირდება, როდრიგო ბენტანკურსა და აქსელ ვიტსელს.არგენტინელ გამთამაშებელზე გადაწყვეტილების მიღების უფლება ბებერ ქალბატონს კარლოს ტევესის “ბოკაში” დაბრუნებით აქვს, შესაბამისად, სწორედ იტალიელები გადაწყვეტენ, წამოიყვანენ თუ არა ნიჭიერ მოთამაშეს აპენინებზე.ფაქტია, მასიმილიანო ალეგრის როდრიგოს სტილის ფეხბურთელი მოედნის ცენტრში სჭირდება და არაა გამორიცხული, იანვარში ევროპამ მორიგი უნიჭიერესი სამხრეთ ამერიკელი იხილოს.შეგახსენებთ, რომ ბენტანკურის ყიდვა ზაფხულში “მილანს” სურდა, თუმცა როსონერიმ უარი სწორედ ბიანკონერებისგან მიიღო.
რაც შეეხება ვიტსელს, მისი ისტორია უკვე ყველასთვის ცნობილია.მან “ზენიტს” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საბოლოოდ უარი უთხრა და მოუთმენლად ელის ბიანკონერების შეთავაზებას.ჯუზეპე მაროტა ზამთარში დაახლოებით 5 მილიონს შესთავაზებს რუსულ მხარეს და ეცდება, ტრანსფერი იანვარშივე მოაგვაროს, თუ არადა, ბელგიელი ტურინულ გრანდს სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
არ მომწოს ეს ამოჩემებული ოცნება ამ ტრექუარტისტაზე. ვინღა თამაშობს დღეს გამთამაშებლით? 3-5-2 თუ არა 4-4-2 ანაც 4-2-3-1 იდეალურია