ხედირა გერმანიის ნაკრებში გამოიძახეს

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური ნახევარმცველი, სამი ხედირა გერმანიის ნაკრებში გამოიძახეს..
იოჰამ ლიოვის გუნდში ბიანკონერების ცენტრალური ნახევარმცველი უცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა და გასაკვირი არცაა, რომ ნოემბრის მატჩებში მწვრთნელმა მისი გამოძახება გადაწყვიტა.ბუნდესტიმი 12 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით სან მარინოს დაუპირისპირდება, 15 რიცხვში კი იტალიას გაეჯიბრება მეგობრულად.
აქვე გეტყვით, რომ გერმანელებს სამიდან სამი მოგება აქვთ და ჯგუფს ლიდერობენ.