#ForzaCalcio | “ინტერმა” მწვრთნელად პიოლი დანიშნა

მილანის “ინტერმა” მწვრთნელად სტეფანო პიოლი დანიშნა..
მარსელინიოს წარმომადგენელმა “ინტერის” მესვეურების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი თქმით მილანელებმა მარსელინიოსა და ძოლას სტეფანო პიოლი არჩიეს. მოგვიანებით მწვრთნელის თემაზე კონკრეტული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის გაცნობა კლუბის წარმომადგენლებმაც დაანონსეს და განცხადების მიხედვით უახლოეს 48 საათში ოფიციალურ განცხადებას უნდა ველოდეთ.
ჟურნალისტებმა მარსელინიოც შენიშნეს, რომელმაც სამდღიანი მილანური ვოიაჟის შემდეგ ქალაქის დატოვებისთვის ემზადება.
გავრცელებული ინფორმაციით ძოლას საერთაშორისო გამოცდილება იტალიელს თითქოს უპირატესობას სძენდა, თუმცა კონკრეტული პროექტების განხილვის შემდეგ სტეფანო პიოლი პირველი არჩევანი გახდა.”
Kargi mwvrtnelia